Lui.ge

სასწრაფო დახმარება პანკრეატიტის დროს! სცადეთ ხალხური მეთოდები და თქვენ უსაფრთხოდ დაამარცხებთ ამ პრობლემას!

kartofili da stafilo

სასწრაფო დახმარება პანკრეატიტის დროს! სცადეთ ხალხური მეთოდები და თქვენ უსაფრთხოდ დაამარცხებთ ამ პრობლემას!

სახლში პანკრეასის მკურნალობა ხალხური საშუალებებით შეგიძლიათ, მაგალითად, კამით ან მისი თესლით!

როგორ მოვამზადოთ წამალი?

ერთ ჩაის კოვზ დაჭრილ ნედლეულს (კამა ან მის თესლს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და გადაწურეთ. დალიეთ ოთხ დოზად მთელი დღის განმავლობაში.

ასევე, აბზინდას ბალახს იყენებენ ნახარშის ან ნაყენის სახით:

1 ს.კ მწვანილს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, მიიყვანენ ადუღებამდე, ადუღებენ კიდევ 45 წუთის განმავლობაში და ბოლოს ფილტრავენ. მიიღეთ 1-3 ს.კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე.

კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებებით დაავადებული პაციენტებისთვის აბზინდას პრეპარატების დანიშვნისას ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა მცირდება ან მთლიანად ქრება, უმჯობესდება მადა, ნორმალიზდება განავალი.

ასევე, სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრია:

შვრია გარეცხეთ კარგად და სველი მარცვლები დადგით თბილ ადგილას. მეორე დღეს, როცა შვრიის მარცვლები გაღივდება, გარეცხეთ კიდევ, გააშრეთ და დაფქვით ყავის საფქვავში, მიღებული შვრიის ფაფა გახსენით ცივი წყლით და ადუღეთ 1-2 წუთი. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და 20 წუთის განმავლობაში დააყოვნეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. ეს საშუალება ყოველთვის ახალი უნდა იყოს, ამიტომ გამოყენების წინ უნდა მომზადდეს.

კიდევ შეგიძლიათ სცადოთ ასეთი საშუალება: 

აიღეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი და 1-2 სტაფილო. კარგად გარცხეთ, შემდეგ წვენსაწურში გაატარეთ და უნდა მიიღოთ 200 გრამი წვენი. წვენს სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 7 დღეა, ერთი კვირის შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. აუცილებელია მკურნალობის 3 კურსის ჩატარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
Exit mobile version