მოამზადეთ ეს ჯადოსნური ნიღაბითმისთვის, მხოლოდ 15 წუთი და გაოცდებით მისი ეფექტით!
თმის ნიღბის რეცეპტი, რომელიც კონკურენციას ბევრ ძვირადღირებულ პროდუქტს ადვილად გაუწევს თავისი ეფექტურობით.
ჯანსაღი თმა ქალის ფასდაუდებელი სამკაულია. რამდენად ხშირად ვეპყრობით ამ სიმდიდრეს დაუფიქრებლად და არ ვიცავთ მის სიჯანსაღეს?! თმის შეღებვა, გარემოს უარყოფითი ზემოქმედება, არასწორი კვება და სხვა, ჩვენს თმას აზიანებს.
როგორ დავეხმაროთ? არსებობს მრავალი კოსმეტიკური პრეპარატი და თმის აღდგენის სპეციალური პროცედურები, რომლებსაც სილამაზის სალონებში გვთავაზობენ, თუმცა ყველა მათგანი საკმაოდ ძვირია და მათი ეფექტურობა ყოველთვის არ ამართლებს მათ ღირებულებას. ამასთანავე რაც უფრო ნატურალურია კოსმეტიკური პროდუქტი, ან როგორც მას ეძახიან რომ ნატურალრუია, სინამდვილეში კი შეიძლება ეს სიცრუე აღმოჩნდეს, მით უფრო ძვირი ღირს.
ჰკითხეთ საკუთარ თავს – რატომ უნდა გადაიხადოთ დამატებითი თანხა, თუ თქვენს სამზარეულოში ბუნებრივი ინგრედიენტები გაქვთ ეფექტური ნიღბების დასამზადებლად, რომლებიც შესანიშნავად უზრუნველყოფენ თმის აღდგენასა და ზრდას?
დღეს შემოგთავაზებთ თმის ნიღბის რეცეპტს, რომელიც თავისი ეფექტურობით კონკურენციას ადვილად გაუწევს ბევრ ძვირადღირებულ პროდუქტს და მისი მომზადება ძალიან მარტივია!
დარიჩინისა და თაფლის კომბინაცია ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, განსაკუთრებით სახის კანისა და თმის მოვლისთვის. ჩვენ ვამატებთ ამ კომბინაციას ზეითუნის ზეთს.
ინგრედიენტების ეს კომბინაცია შესანიშნავად ასტიმულირებს სკალპის სისხლის მიმოქცევას, კვებავს და აღვიძებს მიძინებულ თმის ბოლქვებს, კვებავს კანს და ატენიანებს მას.
ამ ნიღბის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, თუ თქვენ დაზიანებული, მტვრევადი, ბზინვარება დაკარგული თმა გაქვთ. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ შეაჩეროთ თმის ცვენა, თავიდან აიცილოთ ბოლოების გაყოფა, მოცილოთ ქერტლი და თმის ზრდის სტიმულირებას შეუწყოთ ხელი.
რაც მტავარია, ამ ნიღბის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის თმისთვის. თერაპიული ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ 4 დღეში ერთხელ, 6 კვირის განმავლობაში.
ინგრედიენტები:
(იხელმძღვანელეთ პროპორციებით, თუ ძალიან გრძელი თმა გაქვთ, მაშინ მოცულობა უნდა გაიზარდოს)
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი,
- 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი.
მომზადება:
- ზეითუნის ზეთი პატარა ქვაბში ჩაასხით და დაახლოებით 60ºC-მდე გააცხელეთ.
- გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ დარჩენილი 2 ინგრედიენტიც და კარგად აურიეთ
- გააცივეთ 40 გრადუსამდე.
გამოყენება:
- მიღებული ნაზავი ფუნჯის გამოყენებით დაიტანეთ სკალპზე (შეგიძლიათ კბილის ჯაგრისი ან თმის შესაღები მოწყობილობაც გამოიყენოთ).
- წასმისას ფრთხილად დაამუშავეთ თავზე კანი, არ გამოტოვოთ ადგილები, გააკეთეთ მასაჟის მოძრაობები ფუნჯით.
- სკალპზე წასმის შემდეგ დარჩენილი ნარევი მთელ თმაზე გადაინაწილეთ.
- შეიხვიეთ თავი სახვევით ან შხაპის ქუდით და დაიფარეთ პირსაოციც, რომ ნარევი კარგად გათბეს და მარტივად შეიწოვოს თავის კანმა.
- გააჩერეთ 15 წუთი და დაიბანეთ შამპუნით კარგად.
ეს შესანიშნავი ნიღაბი თქვენს თმას გააჯანსაღებს და მიანიჭებს ბზინვარებას!