Lui.ge

„განგაშის ზარები“, რომლებიც განიშნებენ, რომ ორგანიზმში მაგნიუმი კრიტიკულად დაბალ დონემდე დაეცა!

magniumis shemcveli sakvebi

„განგაშის ზარები“, რომლებიც განიშნებენ, რომ ორგანიზმში მაგნიუმი კრიტიკულად დაბალ დონემდე დაეცა!

საშუალო ადამიანის სხეული ჩვეულებრივ შეიცავს დაახლოებით 30-60 გრამ მაგნიუმს ძვლებში, კბილებში, გულში, ტვინში და სისხლშიც კი. თქვენი სხეულის ყველა უჯრედს ეს მინერალი სჭირდება, რომ სწორად იმოქმედოს - მაგნიუმი ჩართულია 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესში!

ვფიქრობ, თქვენ უკვე გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის ორგანიზმში მაგნიუმის ადეკვატური დონის შენარჩუნება - და მაინც, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მოსახლეობის თითქმის ნახევარი განიცდის მაგნიუმის ნაკლებობას.

ადამიანის სტრესული ცხოვრების წესი ფაქტიურად ართმევს მთელ მარაგს. მარტივად რომ ვთქვათ, საშუალო ადამიანი ხარჯავს იმაზე მეტ მაგნიუმს, ვიდრე იღებს და იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია.

მაგნიუმის რეკომენდებული დღიური მიღება ზრდასრული ადამიანისთვის არის დაახლოებით 500-დან 1000 მილიგრამამდე დღეში.

რა გელოდებათ, თუ ვერ შეძლებთ ორგანიზმში მაგნიუმისმარაგის შევსებას?

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომებია: გასქელებული სისხლი, ფეხის კრუნჩხვები, შაკიკი, შფოთვა, დეპრესია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სისხლში შაქრის მატება, ქრონიკული დაღლილობა, ოსტეოპოროზი და უძილობა.

მაგნიუმით მდიდარი დიეტა კი აუმჯობესებს ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომების შემცირებას და ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ პარკინსონის დაავადება ასევე გამოწვეულია ტვინში მაგნიუმის ნაკლებობით.

გარდა ამისა, ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობა დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებებთან, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი და მეტაბოლური სინდრომი - და მრავალი სხვა. როდესაც თქვენს სხეულს აკლია მაგნიუმი, ის იწყებს მეტი ინსულინის გამომუშავებას - რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს დამატებით გლუკოზას შეაღწიოს თქვენს უჯრედებში. და ეს „აბერებს“ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

მაგნიუმი თქვენი სხეულისა და გონებისთვის

რაც შეიძლება მალე უნდა შეიტანოთ თქვენს რაციონში ის საკვები, რომელიც შეიცავს მაგნიუმის საკმარის რაოდენობას. მაგნიუმი მდიდარია მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით, როგორიცაა ისპანახი და კალე, ასევე თევზი, ავოკადო, შავი შოკოლადი, მთელი მარცვლეულის ცომეული, პარკოსნები, თხილეული და სხვადასხვა თესლი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი მენიუ მაგნიუმის შემცველი დიეტური დანამატებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. ხარისხიანი დიეტური დანამატები უნდა შეიცავდეს მაგნიუმის ოთხ ნაერთს - გლიცინატს, მალატს, ტაურინატს და ოროტატს, რადგან ეს ნაერთები ორგანიზმში ბევრად უფრო ადვილად შეიწოვება.

გსურთ იცოდეთ რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე?

მაგნიუმის ოროტატი ეხმარება თქვენს სხეულს.

მაგნიუმის მალატი თქვენი კუნთების მეგობარია.

მაგნიუმის ტაურინი თქვენი გულისთვის.

გარდა ამისა, ნებისმიერი დიეტური დანამატი, რომელიც შეიცავს მაგნიუმს, ასევე უნდა შეიცავდეს ვიტამინ B6-ს, რათა დაეხმაროს თქვენი სხეულის უჯრედებს მაგნიუმის სწორად ათვისებაში.

Facebook კომენტარები
Exit mobile version