Lui.ge

თირკმელებს ფეტვით ვწმენდთ! ვაშორებთ ქვიშას, ვშლით ქვებს და ვმკურნალობთ ცისტიტს!

kenchebis dashla tirkmelebshi

თირკმელებს ფეტვით ვწმენდთ! ვაშორებთ ქვიშას, ვშლით ქვებს და ვმკურნალობთ ცისტიტს!

ეს არის ძველი და გამოცდილი რეცეპტი!

სტატია ეძღვნება თირკმელების ფეტვით მკურნალობის ძველ, ოდნავ მივიწყებულ მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც დღესაც შეგვიძლია.

ერთი ჭიქა ფეტვი გარეცხეთ თბილი წყლით, ჩაასხით 3 ლიტრიან ქილაში და დაასხით ცხელი წყალი ისე რომ დაფაროს ქილა. ამის შემდეგ, ნაყენი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთეთ რაიმე თბილი ქსოვილით. მეორე დღეს წყალში დაინახავთ თეთრ სუსპენზიას და სწორედ ეს არის შენი წამალი!

დალიეთ სითხე ნებისმიერი რაოდენობით და როცა გინდათ. როდესაც სითხე ამოიწურება, ისევ დაასხით მდუღარე წყალი იმავე ფეტვს და კვლავ დააყენეთ ერთი დღით. შეგიძლიათ გააგრძელოთ ასე, სანამ გემო არ შეიცვლება. შემდეგ კი მოამზადეთ ახალი პირცია ახალი ფეტვით.

ფეტვი შესანიშნავად ეხმარება თირკმელებს და მთელ საშარდე სისტემას: ასუფთავებს მას და აშორებს ქვიშას, კენჭებს, ეხმარება ქალთა დაავადებებს და მკურნალობს ცისტიტს. ეხმარება შარდის ბუშტში კენჭების მოშორებაში - ფეტვის ხსნარის დალევის დაწყების შემდეგ ერთ-ორ კვირაში ქვა დაიშლება ქვიშად და გამოიდევნება შარდთან ერთად.

ფეტვი დაეხმარა ქალს, რომელსაც გრიპის შემდეგ თირკმელებში გართულება ჰქონდა - ინფექციის შედეგად საშარდე გზები ჩაიკეტა, რამაც შარდის გადინება შეაჩერა.

ნახევარი ჭიქა ფეტვი კარგად უნდა გარეცხოთ, დაასხათ 1 ლიტრი წყალიდა ადუღოთ 7 წუთი.

დროის გასვლის შემდეგ, გააგრილეთ და დალიეთ ყოველგვარი ზომების გარეშე. ფეტვი კარგია მარცვლეულის, სუპების სახით.

ფეტვისგან ზიანის მიყენების შანსები არ არსებობს, მხოლოდ სარგებელი!

თირკმელების მკურნალობა ფეტვით თირკმელების, შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს.

3 ლიტრიანი ქილის ნახევარი შეავსეთ კარგად გარეცხილი ფეტვით და მთლიანად დაასხით მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ, დააფარეთ და გააჩერეთ ერთი დღე. გადაწურეთ მთელი სითხე და დალიეთ ერთი დღე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. გააგრძელეთ კურსი ერთი კვირის განმავლობაში.

დარჩენილი ფეტვი არ გადაყაროთ, მისგან შეგიძლიათ მოხარშოთ ფაფა. გამოყენების ყოველი დღისთვის მოამზადეთ ახალი ნაყენი.

კიდევ ერთი რეცეპტი ფეტვით, რომელიც განკურნავს შარდსასქესო სისტემის ანთებას.

ფეტვი მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში, დაასხით 2 ჭიქა თბილი ადუღებული წყალი და კარგად ათქვიფეთ ხელით სამი წუთის განმავლობაში. მიღებული მოთეთრო მასა დალიეთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version