Lui.ge

ხელნაკეთი ბუნებრივი ნიღბები ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად!

SAXIS NIrBEBI

ხელნაკეთი ბუნებრივი ნიღბები ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად!

გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენი კანი 10 წლით გაახალგაზრდავდება.

არავის სურს ჰქონდეს ასაკობრივი ლაქები და დაბერების სხვა ნიშნები, თუნდაც ისინი არ იყოს საზიანო ჯანმრთელობისთვის, არა?

ამიტომ შემოგთავაზებთ ხელნაკეთ ნიღბებს, რომლებიც ძალიან ეფექტურია ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად.

ისინი უკვე გამოცდილია ქალების ერთზე მეტ თაობაზე და ბევრად უკეთ და ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ბაზარზე არსებული კრემების უმეტესობა.

იცით, რატომ არის ეს ნიღბრბი საუკეთესო? ამ სამი მიზეზის გამო:

  1. ბუნებრივი ინგრედიენტები
  2. ეკონომიური
  3. ეფექტური

ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის ბუნებრივი საშუალებების შესახებ. და დროთა განმავლობაში ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ბუნებრივი საშუალებები არ წყვეტს მსგავს პრობლემებს, ამიტომ ისინი პლასტიკურ ქირურგიას ირჩევენ. მაგრამ ყველა ოპერაციას არ აქვს დადებითი შედეგი და მათ ასევე გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები გააჩნიათ.

ყველა ნიღაბი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, კვერცხზეა დაფუძნებული და ეს შემთხვევითი არ არის!

კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რაც შესანიშნავად აცილებს ნაოჭებს, აკნეს და ნაწიბურებსაც კი.

ეს ნიღაბი დაგეხმარებათ მოიცილოთ მოსალოდნელი ნაოჭები, შეშუპება და თვალების ირგვლივ მუქი წრეები.

ბამბის დისკით წაისვით ცოტაოდენი კვერცხის ცილა თვალების ირგვლივ სუფთა კანზე. როდესაც ნიღაბი გაშრება, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

თუ გსურთ ნაოჭების მოშორება და კანის სრულყოფილი ტონალობა, მაშინ ეს ნიღაბი დაგეხმარებათ.

1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ფქვილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის ფაფა, სელის თესლი, სეზამი, ხორბალი, ბრინჯი ან ბარდა (ფქვილი მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ მარცვლეულის დაფქვით ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით) ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმინდის სახამებელი ან კარტოფილის სახამებელი. კარგად აურიეთ და წაისვით გაწმენდილ სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე.

ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მიზანშეწონილია გამოიყენოთ კვირაში 1-ჯერ. შედეგს პირველივე გამოყენებისას შეამჩნევთ.

თუ თვალების ქვეშ გაქვთ მუქი წრეები და ეპეები და გსურთ მათი მოშორება, მაშინ ეს ნიღაბი შესანიშნავი გამოსავალი იქნება. აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1/2 ჩაის კოვზი ნუშის, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, აურიეთ ერთგვაროვნებამდე.

წაისვით სუფთა კანზე თვალების, სახის, კისრისა და დეკოლტეს ირგვლივ. გააჩერეთ 25-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

თუ გსურთ ასაკობრივი ლაქების მოშორება, მაშინ ამ სუპერეფექტურ ნიღაბს გირჩევთ. კვერცხის გული შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს და 1/2 ჩაის კოვზ ახლად გამოწურულ ლიმონის წვენს.

ამის შემდეგ წაისვით სახის, კისრის, დეკოლტესა და ხელების სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

შემდეგ უბრალოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი ბევრი წყლით და წაისვით ქოქოსის ზეთი სველ კანზე.

ლიმონის გამო, მზეზე არ გახვიდეთ და კანი ქოქოსის ზეთით დაიცავით.

ის შესანიშნავად კვებავს და ათეთრებს კანს, ასევე ამცირებს ნაოჭებს. კვერცხის ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი ვაშლი ან კარტოფილი. კარგად აურიეთ და წაისვით სუფთა კანზე 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით, შემდეგ წაისვით მცირე რაოდენობით ნუშის ზეთი სველ კანზე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version