Lui.ge

რა სარგებლის მოტანა შეუძლია მოგზაურობას ჯანმრთელობისთვის?

travelling

იცოდით, რომ მოგზაურობა დაკავშირებულია გულის დაავადებების რისკის და სტრესის დონის შემცირებასთან? კვლევებმა აჩვენა, რომ ამან შესაძლოა ჯანმრთელობის გარკვეული სარგებელი მოგვიტანოს, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი. შვებულება შეიძლება იყოს გონებრივი შესვენება თქვენი ტიპიური მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებისგან.

განვიხილოთ მოგზაურობის 6 სარგებელი ჯანმრთელობისთვის:

თქვენი გულის დაავადების რისკის პოტენციური შემცირებიდან დაწყებული სტრესის დონის შემცირებამდე, მოგზაურობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე. აქ არის მისი ყველაზე გავრცელებული შესაძლო სარგებელი, რომელსაც მხარს მეცნიერებაც უჭერს.

  1. ამცირებს გულის დაავადების რისკს

დასვენება კარგია არა მხოლოდ თქვენი სულისთვის, არამედ კარგია გულის ჯანმრთელობისთვისაც. კვლევებმა აჩვენა, რომ ამან შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი. 

კვლევაში 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მკვლევარები გულის დაავადების რისკის ქვეშ მყოფ  მამრობითი სქესის ადამიანებს. საცდელი პერიოდის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველწლიურად ერთხელ მაინც ისვენებდნენ, დაახლოებით 30%-ით ნაკლები ჰქონდათ გულის დაავადების რისკი.

  1. აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას

ხშირმა მოგზაურობამ ასევე შეიძლება გააძლიეროს იმუნური სისტემა. როდესაც სხვადასხვა ეკოსისტემებში გიწევთ ყოფნა, ამის გამო სხეული ერგება სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს და ქმნის უფრო ძლიერ ანტისხეულებს, რომლებიც ჯანმრთელობას გინარჩუნებთ.

  1. აქვეითებს სტრესს

სტრესის შემსუბუქება მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელია. ჩვეული რუტინიდან საკუთარი თავის გამოყვანა და ახალი ადგილიების შესასწავლა, მოგცეთ საშუალებას განიტვირტოთ სტრესებისგან და პასუხისმგებლობებისგან.

ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ეს სარგებელი მოგზაურობიდან სახლში დაბრუნებისთანავე არ სრულდება. დადებითი განწყობა 30-40 დღის განმავლობაში მაინც გინარჩუნდებათ.

  1. ზრდის ბედნიერებას

სტრესის შემსუბუქების გარდა, მოგზაურობა განწყობის ამაღლებასაც უზრუნველყოფს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც ისვენებენ წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ, ნაკლებად გამოხატავდნენ დეპრესიისა და დაძაბულობის სიმპტომებს, მათთან შედარებით, ვინც მხოლოდ 2 ან 6 წელიწადში ერთხელ ისვენებენ.

  1. ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას

თუ მთელ დღეს სამუშაო მაგიდასთან მიჯაჭვული ატარებთ, ბუნებრივია, რომ მოგზაურობა ხელს შეუწყობს უფრო მეტ მოძრაობას და ფიზიკურ აქტივობას.

მოგზაურობაში ყოფნისას  ხშირად დადიხართ სანაპიროზე, ქალაქის ქუჩებში, ან ცდილობთ ახალი თავგადასავლების მქონე აქტივობების გამოცდას და სწორედ ეს არის შესანიშნავი ვარჯიში, თანაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

  1. ზრდის შემოქმედებითობას

მოგზაურობამ და სხვა კულტურების გამოცდილებამ სხვადასხვა კუთხეში, შესაძლოა ასევე დადებითად იმოქმედოს თქვენს შემოქმედებაზე. კვლევების მიხედვით, ადამიანები შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ 2 კვირამდე აღიქვამენ პოზიტიურ სარგებელს მათი შემოქმედების დონეზე. შესაბამისად, ჩვეულებრივი რუტინიდან მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა, საუკეთესო რამაა თქვენი კრეატიულობის გასაზრდელად.

ახალ ადამიანებთან შეხვედრისა და ახალი კულტურების შესწავლია შესაძლებლობას იძლევა აღმოაჩინოთ ახალი პერსპექტივები. თქვენ შეგიძლიათ ეს იდეები გააფართოვოთ, გააუმჯობესოთ ყოველდღიური განრიგი და იპოვოთ ახალი გადაწყვეტილებები სამუშაო პრობლემებისთვის.

ყველა სახის მოგზაურობას ერთნაირი სარგებელი მოაქვს?

მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობას აქვს ჯანმრთელობის უამრავი სარგებელი, ყველა მოგზაურობა არ არის ერთნაირი. ამ ყოველივეზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად შორს მიდიხართ, ვისთან ერთად აპირებთ მოგზაურობას, ან როგორ გეგმავთ ამ ყოველივეს. 

ამიტომ, ეს ნაკლებად სტრესული რომ იყოს და ნამდვილად შეძლოთ მისგან სიამოვნების მიღება, გაითვალისწიეთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები, რაც ბევრად სასიამოვნოს გახდის დაგემვას და შეგინარჩუნებთ სიმშვიდეს.

როგორ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები?

იაფი ავია ბილეთები რომ შეიძინოთ, ამისათვის კარგი იქნება, თუ მათ გამგზავრების თარიღამდე 45-60 დღით ადრე მოიძევთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორივე გზის ავიაბილეთის ერთდროაულად შეძენის შემთხვევაში, დიდი შა ნსია საუკეთესო შემოთავაზება მიიღოთ ავიაკომპანიებისგან და სააგენტოებისგან. ასევე, თუ ცოტახნით უარს იტყვით კომფორტზე და არჩევანს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაზე შეაჩერებთ, ფრენას აიღებთ ღამის რეისზე და გაემგზავრებით კვირის რომელიმე შუა დღეს, ეს საგრძნობლად დაგიზოგავთ ფინანსებს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version