Lui.ge

პირშუშხას ფოთლები – წლების განმავლობაში დადასტურებული წამალი: რეცეპტები, რომლებიც ჩაანაცვლებს სააფთიაქო მედიკამენტებს!

pirshushxa

პირშუშხას ფოთლები - წლების განმავლობაში გამოცდილი წამალი! რეცეპტები, რომლებიც ჩაანაცვლებს სააფთიაქო მედიკამენტებს!

მინდა დაწვრილებით მოგითხროთ მცენარეზე, რომელიც ოცდაათზე მეტ დაავადებას მკურნალობს - მას პირშუშხა ჰქვია.

სოფლად, ის ყველა გვხვდება ბაღში. ჩვეულებრივ, მას მიირთმევენ უმად, როგორც სუნელი სხვადასხვა კერძებისთვის, მაგრამ მისი მოხმარება შესაძლებელია როგორც მოხარშულ, ასევე გამხმარ მდგომარეობაში.

გაშრობის წინ ფესვებს კარგად რეცხავენ, შემდეგ უხეშ სახეხზე ხეხავენ და აშრობენ ღუმელში, ჯერ აცხელებენ 45-50°C-მდე, შემდეგ კი 60-65°C ტემპერატურაზე. გაშრობის დრო - 5-6 საათი. ასევე, შესაძლებელია ნაჭრის ტომარაში მოთავსება და რადიატორზე გაშრობა. ამ გზით გაშრობისას არ საწიროებს ერთ დღეზე მეტს. თუ მას რადიატორზე დიდხანს აჩერებთ, ის სიმწარეს კარგავს. გამხმარი პირშუშხა ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.

ეს მცენარე გამოიყენება:

პირშუშხას სურნელის შესუნთქვითაც კი იგრძნობა როგორ გადის ის მთელ სხეულში, ასუფთავებს ბრონქებს ნახველისა და ლორწოსგან, რითაც ხსნის ხველას და გაციებას.

თუ წამლის მოსამზადებლად ბევრი პირსუშხაა საჭირო, ის ხორცსაკეპ მანქანაში უნდა გაატაროთ. ამ პროცესის დროს მისმა ფიტონციდებმა თვალები რომ არ გააღიზიანოს, ხორცსაკეპ მანქანაზე გადააფარეთ პარკი და დაამაგრეთ ის მჭიდროდ.

გახეხილი პირშუშხა რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის სამკურნალოდ - ის აძლიერებს მარილმჟავას სეკრეციას და ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას. აუცილებელია ოთახის ტემპერატურის 3 ლიტრ გაადმოდუღებულ წყალში ჩაყაროთ ერთი ჭიქა გახეხილი პირშუშხა, გააჩეროთ 3 დღე, გადაწუროთ და დალიოთ ნაყენი 1 ჭიქა დილით უზმოზე.

მარილების მოსაშორებლად, გირჩევთ დაამუშავოთ პირსუშხას ფოთლებით - დილით ფოთოლი ხელით დააქუცმაცეთ და ფანჯრის რაფაზე დაადეთ. საღამოს მტკივნეული ადგილი მზესუმზირის ზეთით შეიზილეთ, მიამაგრეთ წინასწარ დაქუცმაცებული ფოთოლი და დაიფიქსურეთ ბინტით. გექნებათ წვის შეგრძნება, მაგრამ უნდა გაუძლო, რამდენიც შეგიძლია. შემდეგ მოიშორეთ ფურცელი. გაიმეორეთ პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ღვიძლის ციროზით დაავადებულებს ვურჩევ - 5 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას შეინახეთ 0,5 ლიტრი მაღალი ხარისხის არაყი და 5 ც. ფოთოლი, შემდეგ კი მიიღეთ1 ჩ.კ. ნაყენი 3-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

საჭმლის მონელებას აუმჯობესებს პირშუშხას ახალი ფესვებიდან გამოწურული წვენი - მას აზავებენ წყლით 1:10 თანაფარდობით და სვამენ 1/2 ჭიქას ჭამის წინ. ან შეგიძლიათ უბრალოდ მიირთვათ ის სუპებთან, ბორშთან და სხვა ნებისმიერ კერძთან ერთად. ის ასევე შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა. მისი მუდმივი გამოყენებით თქვენ მოიშორებთ შარდის ბუშტის ნებისმიერ ანთებას, ასევე დაიცავთ თავს გრიპისგან.

პირშუშხა ეხმარება სტენოკარდიის დროს - ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 1 კგ თაფლი და პირშუშხა. ქერქთან ერთად დაუმატეთ 1 ც. ლიმონი და ყველაფერი კარგად აურიეთ ბლენდერში. დატოვეთ ერთი დღე.

მიიღეთ ნარევი ყოველდღიურად, დილით უზმოზე, 2 ჩ.კ. ჭამამდე ერთი საათით ადრე. მთელი წამლის მიღების შემდეგ, სამუდამოდ მოიშორებთ სტენოკარდიას. გარდა ამისა, ამ ნარევის გამოყენება საშუალებას მისცემს სისხლძარღვებს გაიწმინდოს ქოლესტერინისაგან, შემცირდეს სახეზე ნაოჭები და მოაცილოს აკნე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version