წითელ ღვინოში გაჟღენთილი ნიორი - ეხმარება სხვადასხვა დაავადებას!
ძალიან ეფექტური საშუალება, რომელიც დაგეხმარება თითქმის ყოველთვის!
ეს მცენარეული საშუალება აერთიანებს ნივრისა და წითელი ღვინის სასარგებლო თვისებებს, მიღებულ ნარევს შეუძლია მრავალი დაავადების პრევენცია:
- სისხლის გაწმენდა,
- იმუნური სისტემის გაძლიერება,
- ცუდი ქოლესტერინის აღმოფხვრა,
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობის გაუმჯობესება,
- ორგანიზმიდან ზედმეტი მარილის მოცილება,
- გამძლეობისა და ენერგიის ზრდა,
- სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლა.
აი რა გჭირდება:
- 12 კბილი ნიორი;
- 1/2 ლიტრი კარგი ხარისხის წითელი ღვინო
მომზადება:
- გაფცქვენით ნიორი და მოათავსეთ მინის ქილაში ნახევარ ლიტრ ღვინოსთან ერთად.
- გირჩევთ გამოიყენოთ ნიორი, რომელსაც ბაზარში იყიდით, ვიდრე სუპერმარკეტებში გაყიდული ჩინური ნიორი. ჩინური ნიორი შეიცავს დიდი რაოდენობით დარიშხანს და აქვს დაბალი სამკურნალო თვისებები.
- დაახუეთ ნარევს თავი და შეინახეთ ორი კვირის განმავლობაში მზისგან დაცულ ადგილას.
- ამავდროულად შეანჯღრიეთ ხოლმე დღეში 2-3-ჯერ.
- ბოლოს კი სითხე იფილტრება და ინახება გაუმჭვირვალე კონტეინერში.
ერთი თვის განმავლობაში დალიეთ დღეში 2-3 ჩაის კოვზი. ამ ელექსირის დამზადება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ მაინც.
ნივრის ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებები უმეტესობამ კარგად იცის, მაგრამ უარყოფითი თვისებები – არა.
ერთადერთი, რაც შეიძლება ადამიანებმა მის ნაკლოვანებებად მიიჩნიოს, მისი მძაფრი სუნია. თუმცა ნივრის უარყოფითი თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება...
- ნიორი მადის აღმძვრელი ბოსტნეულია, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც წონის დაკლება სურს.
- ის საზიანოა მათთვის, ვისაც კუჭის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს.
- ნიორი არ არის რეკომენდებული ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის.
- ნიორს უნდა მოერიდონ ადამიანები, ვისაც ბუასილი აწუხებს.
- მას უნდა მოერიდონ ორსული და მეძუძური დედებიც.
Facebook კომენტარები