Lui.ge

დიაბეტის ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც უნდა იცოდეთ! ეს არის ამ საშინელი დაავადების თავდაპირველი ნიშნები!

დიაბეტის ნიშნები

დიაბეტის ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც უნდა იცოდეთ! ეს არის ამ საშინელი დაავადების თავდაპირველი ნიშნები!

1. გახშირებული შარდვა

შაქრიანი დიაბეტის დროს ტუალეტში ვიზიტების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან თირკმელებს აღარ შეუძლიათ ამდენი გლუკოზის ათვისება და ის უბრალოდ გამოიყოფა შარდით.

როდესაც სხეული უფრო მეტ შარდს გამოიმუშავებს, ეს დიაბეტის ერთ-ერთი სიმპტომია.

2. წყურვილის გამუდმებული შეგრძნება

ჭარბი გლუკოზის შარდით გამოსაყოფად, რომელსაც ორგანიზმი ვერ მოიხმარს, საჭიროა სითხე. ეს იწვევს დეჰიდრატაციას, ასე რომ თქვენ სურვილი გიჩნდებათ უფრო და უფრო მეტი წყალი დალიოთ.

3. დაღლილობა

ინსულინი აგროვებს გლუკოზას, რომელსაც სხეული იყენებს ენერგიისთვის. დაბალი ინსულინის დროს ენერგია არ არის საკმარისი, ამიტომ იღლებით.

4. შიმშილი

ყველაზე ხშირად ორგანიზმს ენერგიისთვის სჭირდება ნახშირწყლები (შაქრის ჩათვლით). მაგრამ დიაბეტით დაავადებულებში ორგანიზმი ვერ ამუშავებს ნახშირწყლებს, შაქრის ჩათვლით, ამიტომ იწყება მანკიერი წრე.

დიაბეტმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გზებით.

5. მხედველობის დაბინდვა

სისხლში ჭარბი გლუკოზა იწვევს თვალებიდან სითხის გადინებას, რაც ცვლის მათ ფორმას და ხელს უშლის ფოკუსირებას. თუ დიაბეტი არ იქნნება დროულად შემჩნეული, შეიძლება გამოიწვიოს ბადურის მუდმივი დაზიანება და სიბრმავეც კი.

6. ნელი შეხორცება

გლუკოზით სავსე სისხლი ღარიბია ჟანგბადით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება. ეს ნიშნავს, რომ ჭრილობები და ნაკაწრები უფრო რთულია და უფრო მეტი დრო სჭირდება შეხორცებას, რაც იწვევს ინფექციების რისკს.

7. ჩხვლეტა, ტკივილი და დაბუჟება კიდურებში

სისხლში ჟანგბადის ცუდი მიმოქცევა იწვევს იმ ფაქტს, რომ ადამიანი ეწყება ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ტერფებში, ასევე შეიძლება გაჩნდეს წვის შეგრძნება.

8. ნიშნები კისერზე

ინსულინის მაღალმა დონემ, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევით, შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების სწრაფი რეპროდუქცია, რის შედეგადაც კანი უფრო მუქი ხდება. ეს ჩვეულებრივ ხდება კისრისა და მკლავების მიდამოში.

9. შეშუპებული, დაავადებული ღრძილები

დიაბეტით დაავადებულთა ორგანიზმს შემცირებული აქვს ინფექციებთან ბრძოლის უნარი, ამიტომ პაციენტები მიდრეკილნი არიან ღრძილების დაავადებისკენ. ეს ფენომენი ძალიან უსიამოვნოა და იწვევს დისკომფორტს.

10. წონის დაკლება

ეს ირონიულად ჟღერს, რადგან სიმსუქნის მქონე ადამიანები ყველაზე მეტად მიდრეკილნი არიან დიაბეტის მიმართ. როგორც ჩანს, წონის დაკლება მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, თუ თქვენ მიირთმევთ იმავე რაოდენობით საკვებს, როგორც ადრე, ან უფრო მეტს, და მაინც იკლებთ წონაში, მაშინ ეს არ არის კარგი.

გახშირებული შარდვა შლის კალორიებს, რომლებიც მეტაბოლურ პროცესებში არ მონაწილეობდნენ, რადგან ორგანიზმი გლუკოზას ვერ ამუშავებს.

იყავით ყურადღებით და არ უგულებელყო ის ნიშნები, რასაც თქვენი სხეული გიგზავნით! ამან შეიძლება გადაგარჩინოთ სხვადასხვა დაავადებისგან!

Facebook კომენტარები
Exit mobile version