Lui.ge

გამოიყენე გოგრა ქოლესტერინის შესამცირებლად და ჭიებისა და ტოქსინების გამოსადევნად ორგანიზმიდან ამ ხალხური რეცეპტის დახმარებით!

gogra qolesterinis shesamcireblad

გამოიყენე გოგრა ქოლესტერინის შესამცირებლად და ჭიებისა და ტოქსინების გამოსადევნად ორგანიზმიდან ამ ხალხური რეცეპტის დახმარებით!

მე ყოველწლიურად გავდივარ ასეთი მკურნალობის 1 კურსს. სისხლის ანალიზის შედეგები კი ყოველთვის აჩვენებს, რომ ეფექტის ნამდვილად იძლევა და მიზანს ნამდვილად ვაღწევ!

ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა ჩააბარა სისხლი ანალიზისთვის და მოგვიანებით შეიტყო მრავალი ინდიკატორის სიჭარბეზე, მაგალითად, გლუკოზა, ქოლესტერინი და შარდოვანა. სამკურნალოდ მას ურჩიეს ერთი ხალხური საშუალება და ერთი თვის შემდეგ, ამ ბუნებრივი წამლის წყალობით, სისხლის მეორე ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა.

ამის შემდეგ მე თვითონ დავიწყე სამკურნალოდ ამ მეთოდის სიამოვნებით გამოყენება. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ერთი კურსი ჩემთვის საკმარისია მთელი წლის განმავლობაში.

ამ სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ გოგრა და წყალი გჭირდებათ.

  1. უმ გოგრას მოაცილეთ კანი,
  2. აიღეთ 100 გრამი ნაჭერი და გაყავით ის რამდენიმე ნაწილად,
  3. შემდეგ მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ წყალი (თვალით, არც ისე ბევრი, რომ სმუზის კონსისტენცია მიიღოთ).

მიღებული სასმელი უნდა დალიოთ დილით საუზმემდე 15 წუთით ადრე. კურსი გრძელდება 1 თვე.

როგორც ხედავთ, წამალი აბსოლუტურად ბუნებრივია. გვერდითი მოვლენების არ შეგეშინდებათ. გოგრა შესანიშნავად წმენდს არტერიებს და შლის ცუდ ქოლესტერინს.

ცოტა რამ გოგრის შესახებ:

სასარგებლოა გოგრის არა მხოლოდ რბილობი, არამედ თესლიც. მასში უხვადაა მიკროელემენტები - კალიუმი (K), კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), ნატრიუმი (Na), ფოსფორი (P), თუთია (Zn), რკინა (Fe), ვიტამინები (A, C, B, B12, PP, E, K; ეს უკანასკნელი მოქმედებს სისხლის შემდედებელ სისტემაზე და მას არც ერთი სხვა ბოსტნეული არ შეიცავს).

Facebook კომენტარები
Exit mobile version