Lui.ge

შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნა, ყოველდრიურად, ნელ-ნელა, ძალიან მარტივია! ნახეთ როგორ…

marilebi saxlsrebshi

შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნა, ყოველდრიურად, ნელ-ნელა, ძალიან მარტივია! ნახეთ როგორ...

ორგანიზმიდან შარდმჟავას მოსაშორებლად, თქვენ უნდა შეიტანოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში საკვები, რომელიც ხელს უწყობს შარდმჟავას დონის შემცირებას და შეზღუდავს საკვების გამოყენებას, რომელიც ზრდის მის რაოდენობას.

ბოსტნეული, რომელიც ამცირებს შარდმჟავას დონეს:

არასწორად ჭამის ჩვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. შეიტანეთ ეს საკვები თქვენს დიეტაში დღეს!

ხახვი - აქვეითებს შარდმჟავას დონეს სისხლში, ნელ-ნელა ათავისუფლებს ჰიპერურიკემიისგან, ასევე ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად: აიღეთ ორი საშუალო ზომის ხახვი, გააცალეთ კანი და თითოეული დაჭერით ორ ნაწილად. ჩადეთ ქვაბში და მოშუშეთ დარბილებამდე.

მიღებული წვენი ჩაასხით ბოთლში და დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. ამ სასმელს ვიღებთ მთელი დღის განმავლობაში.

გოგრა ეფექტური შარდმდენი საშუალებაა: შარდის გამოყოფის სტიმულირებით, გოგრა ხელს უწყობს შარდმჟავას გამოდევნას ჩვენი ორგანიზმიდან.

გოგრა ხელს უწყობს ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების მოშორებას, რომლებიც გროვდება ადამიანის ორგანიზმში. ის შეიძლება მიირთვათ მოხარშულიც და გამომცხვარიც!

ნიახური წმენდს სისხლს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, ხელს უწყობს წონის დაკლებას. ის შეიძლება გამოიყენოთ კერძებში, მაგრამ მეტი სარგებლისათვის უმჯობესია გამოიყენოთ ცოცხლად.

სტაფილო ხელს უწყობს ტუტე გარემოს ფორმირებას, ეს ხელს უწყობს ჩვენი სხეულის გაწმენდას სახსრებზე დეპონირებული პურინებისა და შარდმჟავას კრისტალებისგან.

სამკურნალო წვენისთვის აიღეთ 2 საშუალო ზომის სტაფილო და ერთი ჭარხალი. ბოსტნეული დააბლენდერეთ და გააზავეთ წყლით.

შეზღუდეთ წითელი ხორცი, სუბპროდუქტები, ძეხვეული, ლუდი, ანჩოუსი, სარდინი და ზღვის პროდუქტები.

მიირთვით ბევრი კენკრა და ხილი: მოცვი, ალუბალი, ციტრუსები... ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ელემენტს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება შარდმჟავას დონის შესამცირებლად.

Facebook კომენტარები
Exit mobile version