Lui.ge

როგორ მოვიშოროთ მიმიკური ნაოჭები თვალის ქვეშ – ყველაზე ეფექტური ნიღბები!

Lui.ge 10

როგორ მოვიშოროთ მიმიკური ნაოჭები თვალის ქვეშ - ყველაზე ეფექტური ნიღბები!

თვალის ირგვლივ ნაოჭების სახლში მოშორება არც ისე რთულია, უბრალოდ გააკეთეთ ეს სასარგებლო ნიღბები:

1.ნიღაბი ზეითუნის ზეთით

ინგრედიენტები:

მომზადების წესი: ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ან ვიტამინი E ან ლიმონის წვენი (5-6 წვეთი). წაისვით ნაზავი თვალებზე 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიწმიდეთ ხელსახოცით და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი თვალების ქვეშ. დაიმუშავეთ ეს ადგილი ყინულის ნაჭერით გარე კუთხიდან შიდა მიმართულებით. წაისვით მკვებავი კრემი.

2. კარტოფილის ნიღაბი

ინგრედიენტები:

მომზადების მეთოდი: უმი კარტოფილი გახეხეთ. 2 ჩ.კ გახეხილ კარტოფილს დაუმატეთ იგივე რაოდენობის რძე და ფქვილი. შეიზილეთ ნარევი, წაისვით თვალის ირგვლივ 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლით, ბოლოს დაიტენიანეთ მკვებავი კრემით.

3. ოხრახუშისა და კარტოფილის ნიღაბი

ინგრედიენტები:

მომზადების წესი: მოამზადეთ ოხრახუშის ნაყენი - 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი მწვანილი დაასხით 0,5 ს.კ. მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთი და გაწურეთ. შეურიეთ 1 კოვზი უმი გახეხილი კარტოფილი 2 ს.კ. კოვზები ოხრახუშის ნაყენი და 1 ს.კ. მცენარეული ზეთი.

მიღებული მასა მოათავსეთ მარლაზე და დაიდეთ თვალებზე 15 წუთის განმავლობაში. მოხსნის შემდეგ არ დაიბანოთ. გააკეთეთ ნიღაბი ყოველ საღამოს.

4. შვრიის და თაფლის ნიღაბი

ინგრედიენტები:

მომზადების წესი: შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი და შვრიის ფაფა, დაამატეთ მათ ათქვეფილი ცილა. მიღებული ნაზავი წაისვით კანზე თვალების ქვეშ და გაიჩერეთ სანამ არ გაშრება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. მარწყვისა და თაფლის ნიღაბი

ინგრედიენტები:

მომზადების წესი: დაჭყლეტილი მარწყვი შეურიეთ ზეითუნის ზეთს, თაფლს და გვირილის ნახარშს. წაისვით ნიღაბი სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიშორეთ თბილ რძეში დასველებული ტამპონით. ბოლოს ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

6. არყის ფოთლის ნიღაბი

ინგრედიენტები:

მომზადების წესი: 1 მუჭა არყის ფოთოლს დაასხით 1 ს.კ. ცივი წყალი, დააყენეთ 8 საათი და შემდეგ გადაწურეთ. დაასველეთ ბამბის ბალიშები ნაყენში და წაისვით თვალებზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

7. ხაჭოსა და სტაფილოს ნიღაბი

ინგრედიენტები:

მომზადების წესი: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. წაისვით ნიღაბი სახეზე ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახე ყინულის კუბიკით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.

9. გრეიფრუტის ნიღაბი

ინგრედიენტები:

მომზადების მეთოდი:  დააბლენდერეთ გრეიფრუტის რბილობი, დაუმატეთ არაჟანი, სტაფილოს წვენი და ბრინჯი. ნარევი გაიჩერეთ სახეზე ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ახალი გრეიფრუტის წვენი. დატოვე სანამ არ გაშრება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version