6 ნიშანი იმისა, რომ თქვენს თირკმლებს საფრთხე ემუქრება!
თქვენ არ უნდა უგულებელყოთ ისინი!
თირკმელები განლაგებულია ნეკნების ქვეშ და მათი ფუნქციაა ყოველდღიურად 150 ლიტრი სისხლის გაწმენდა. გარდა ამისა, ისინი ორგანიზმიდან ჭარბი სითხისა და ნარჩენების გამოდევნით შლის ტოქსინებს, რის გამოც მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ საერთო ჯანმრთელობისთვის.
თირკმელები ასევე აკონტროლებენ ორგანიზმში ელექტროლიტებს და ამით არეგულირებენ არტერიულ წნევას, ხელს უწყობენ ძვლების სიმტკიცეს და ამრავლებენ სისხლის წითელ უჯრედებს. ამიტომ, თუ მათი ფუნქცია შეფერხებულია, მთელი ორგანიზმი დაზარალდება.
ამიტომ უნდა გაეცნოთ 6 ნიშანს, რომ თირკმელები რისკის ქვეშ არიან:
- დაღლილობა.
როდესაც თირკმელები გამართულად ფუნქციონირებს, ისინი წარმოქმნიან ჰორმონს, რომელიც ცნობილია როგორც EPO (ერითროპოეტინი), რომელიც ქმნის მეტ სისხლის უჯრედებს და ატარებს ჟანგბადს მთელ სხეულში. თუ სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა მცირდება, ადამიანს აწუხებს ანემია, რაც გამოიხატება სხეულის, ტვინისა და კუნთების დაღლილობით. - ტკივილი.
თუ გაწუხებთ ტკივილები ზურგის ზედა ნაწილში, სადაც თირკმელები მდებარეობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს და შესაძლოა გქონდეთ თირკმლის ქვები. - შეშუპება.
თირკმელების ფუნქციის შეფერხებისას სხეულში რჩება სითხეები, რაც იწვევს სახსრების, კიდურების და სახის შეშუპებას. - კანის გამონაყარი.
ტოქსინებისა და სხეულის სითხეების გადაჭარბებული დონე იწვევს კანის გამონაყარს და თირკმელების დაავადებას. ტოქსინები პირდაპირ სისხლში შედის, რაც იწვევს კანის პრობლემებს. - ცვლილებები შარდში.
თუ შარდის ფერი მუქი, ქაფიანი ან ფერმკრთალია და თუ შარდვა გიჭირთ, მაშინ თირკმელები გამართულად არ ფუნქციონირებენ. - მეტალის გემო პირში.
თუ ორგანიზმში ტოქსინები გროვდება, ეს იწვევს უსიამოვნო სუნს და პირის ღრუს თავისებურ გემოს. ასევე შეიძლება განიცადოთ ცვლილებები თქვენს მადაში.
თუ თქვენ განიცდით ამ ნიშნებს, უნდა გადახედოთ თქვენს კვების ჩვევებს, გაზარდოთ ანტიოქსიდანტების მიღება და მიიღოთ დანამატები.
Facebook კომენტარები