სახის ღრმა წმენდა, მხოლოდ ერთი პროცედურის საშუალებით სახლის პირობებში!
ყველას ვურჩევ!
ყველა, ვინც სცადა ეს ნიღაბი, ძალიან კმაყოფილი დარჩა, სცადეთ თქვენც!
ასეთი ნიღაბი არის როგორც მექანიკური, ასევე ქიმიური (ან მჟავა) პილინგი. სალიცილის მჟავა ინტენსიურად აქერცლავს კანის ზედა ფენას, ხელს უწყობს ეპიდერმისის ინტენსიურ განახლებას, შესანიშნავად აპრიალებს კანს, არბილებს უთანასწორობას და ნაოჭებს.
მჟავები რეკომენდებულია ცხიმიანი და ფოროვანი და დაბერებული კანის მოვლისთვის.
თაფლის შემდგომი გამოყენება ხელს უწყობს როგორც მკვებავი და დამატენიანებელი საშუალება. თუ ალერგია გაქვთ თაფლზე, გამოიყენეთ არაჟანი ან მაღაზიაში ნაყიდი ნაღების ნიღაბი.
გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ აკნესა და შავ წერტილებს!
თქვენ დაგჭირდებათ:
- თაფლი - 0,5 ჩ/კ
- რამდენიმე წვეთი წყალი
- ასპირინის 3 ტაბლეტი
ნიღბის მომზადება:
- ასპირინის 3 ტაბლეტზე დააწვეთეთ ერთ წვეთი წყალი.
- ველოდებით ტაბლეტების დაშლას.
- შეურიეთ 0,5-1 ჩაის კოვზ თაფლს.
- წაისვით ნიღაბი სუფთა, მშრალ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.
- ჩამოიბანეთ ნიღაბი წრიული მოძრაობებით სველი ხელებით. ძლიერად დაჭერის გარეშე, გააკეთეთ ეს ძალიან დელიკატურად.
- ბოლოს შეგიძლიათ დაიტენიანოთ სახე თაფლის ნიღბით 15-20 წუთის განმავლობაში.
ასეთი ნიღბის შემდეგ სახე გლუვი და სუფთაა.
გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ აკნესა და შავ წერტილებს.
ასევე, არ დაიზარო და იზრუნე საკუთარ თავზე და სილამაზეზე! აუცილებელია ყოველდღიური მოვლა და ზრუნვა, რომ არ გაგიჩნდეთ რაიმე სახის გართულებები სახის კანზე!