გაასუფთავეთ თქვენი ორგანიზმი 48 საათის განმავლობაში ყველა ნარჩენისგან: შაბათ-კვირის დეტოქსის გეგმა!
დეტოქსიკაციის შესანიშნავი საშუალება!
გაკლიათ ენერგია და მუდმივად გრძნობთ დაღლილობას? გაქვთ მშრალი კანი და თვალების ქვეშ მუქი წრეები? ყველა ეს ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი სხეული სავსეა ტოქსინებით.
როცა ტოქსინებით სავსე ხარ, ვირუსების მიმართ მგრძნობიარე ხდები. ასეთ პირობებში ორგანიზმს სჭირდება დეტოქსიკაცია.
არ არის საჭირო ამ სიმპტომების გამოვლინებამდე ლოდინი. დროდადრო უნდა გააკეთოთ დეტოქსიკაცია, რათა შეძლოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმართვა.
ამ წმენდის პროცესს შეუძლია გააუმჯობესოს 5 ორგანოს: ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების, ნაწლავებისა და ლიმფის ფუნქციონირება.
- დეტოქსიკაციის გეგმა მოითხოვს უცხიმო საკვების, კარტოფილის, ხორცის და ბევრი სითხის მიღებას.
- რეკომენდებულია პროცედურის გამეორება წელიწადში ორჯერ 10 დღის განმავლობაში.
- შედეგებით გაოცებული დარჩებით. ასევე, შედეგების გასაძლიერებლად, რეკომენდებულია ჭინჭრის, ბაბუაწვერას და არყის ქერქის ჩაის დალევა.
- გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, როგორიცაა სპორტული დარბაზში სიარული, სირბილი, ცურვა დასხვ.
შაბათ-კვირის დეტოქსიკაციის გეგმა.
პირველი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ყოველ დილით უზმოზე დალიეთ 250 მლ თბილი წყალი!
შაბათი
- საუზმე: რეკომენდებული რაოდენობით თბილი წყალი, ჭიქა შვრიის ფაფა სუფრის კოვზი სელის თესლით, 250 მლ ჩვეულებრივი წყალი ან მწვანე/შავი ჩაი, 200 მლ უცხიმო იოგურტი ან ნუშის რძე, ნახევარი ჭიქა ახალი მოცვი (ან სხვა ხილი).
- სადილი: 250 გრ შემწვარი ჰაკი (თევზი), სალათი (პომიდორი, რუკოლა, მწვანილი), ზეითუნის ზეთით და კარტოფილით, პატარა ბანანი და ნესვის ნაჭერი და 250 მლ წყალი.
- სამხარი: 180 მლ უცხიმო იოგურტი, ვაშლი, ¼ ჭიქა გოგრის თესლი და 250 მლ წყალი.
- ვახშამი: 150 გრ ფოლგაში შემწვარი ტუნა, ½ ჭიქა ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული (ისპანახი ან ბროკოლი), სალათი ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით და 250 მლ წყალი.
კვირა
- საუზმე: დაიწყეთ რეკომენდებული რაოდენობით თბილი წყლით. 200 მლ ნუშის რძე ან უცხიმო იოგურტი, ჭიქა შვრიის ფაფა 1 კოვზი სელის თესლით, მსხალი და მწვანე ჩაი.
- შუადღით: მიირთვით ერთი გრეიფრუტი.
- სადილი: ბოსტნეულის წვნიანი (ლობიო, კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ნიახური, წიწაკა), 200 გრ შემწვარი ქათმის მკერდი, 150 გრ მარილწყალში და 250 მლ სუფთა წყალი.
- ვახშამი: ჭარხლისა და სტაფილოს სალათი ლიმონის წვენით და ჭინჭრის ჩაი.