Lui.ge

არ არის საჭირო ფულის დახარჯვა, ისწავლეთ როგორ განაახლოთ თმა მავნე ქიმიკატების გარეშე!

Untitled design 4 2

არ არის საჭირო ფულის დახარჯვა, ისწავლეთ როგორ განაახლოთ თმა მავნე ქიმიკატების გარეშე!

თმის მოვლა ზოგჯერ დამღლელ პროცესად გვეჩვენება, თუმცა რა სჯობს ლამაზ თმას, როდესაც კომპლიმენტს იღებ ან/და თავად გრძნობთ თავს ლამაზად და თავდაჯერებულად?!

ლამაზი თმისთვის სულაც არ არის საუცილებელი ფინანსების გამოყოფა, ყველაფერი რაც ამისათვის შაწიროა, შესაძლოა სახლში მოგეპოვებოდეთ!

მაშ ასე, გთავაზობთ ორ მეთოდს იმისათვის რომ თქვენი თმა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს:

თუ გსურთ ბზინვარე თმა

საკმარისია აურიოთ ერთი კვერცხი, ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. წაისვით ეს პასტა სველ თმაზე და ნაზად შეიზილეთ სკალპში. შემდეგ თავზე დაიფაროთ შხაპის ქუდი ან პირსახოცი და გაიჩეროთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში და შემდეგ კი დაიბანოთ თმა ისე, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ გამოიყენეთ რბილი შამპუნი და თბილი წყალი.

თაფლისა და დარიჩინის ამ საოცარ ნაზავს შეუძლია რამდენიმე ელფერით გაანათოს თმა 

საკმარისია აიღოთ პლასტმასის კონტეინერი და შეურიოთ მასში ორი სუფრის კოვზი თმის კონდიციონერი, ოთხი სუფრის კოვზი დარიჩინის ფხვნილი და სამი სუფრის კოვზი თაფლი. შემდეგ ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ კი ეს ნარევი უნდა წაისვათ სველ თმაზე.

როდესაც დაასრულებთ, შეიფუთეთ თმა შხაპის ქუდით  და გაიჩერეთ ორი-სამი საათით, სანამ დაიბანთ. რაც უფრო დიდხანს დაიტოვებთ ნარევს და რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ ამ პროცესს, მით უფრო შესამჩნევი იქნება შედეგი.

Facebook კომენტარები
Exit mobile version