Lui.ge

იცოდით, რომ პომიდვრის დახმარებით შეგიძლიათ განკურნოთ ვარიკოზული ვენები?!

Untitled design 5 3

იცოდით, რომ პომიდვრის დახმარებით შეგიძლიათ განკურნოთ ვარიკოზული ვენები?!

როგორ განვკურნოთ ვარიკოზული ვენები პომიდვრით?

წარმოგიდგენთ ვარიკოზული ვენების მოშუშების ორ გზას მწვანე და წითელი პომიდვრით.

ეს არის მარტივი საშინაო საშუალება, რომელიც ეხმარება ვარიკოზულ ვენებს.
თქვენ უნდა გარეცხოთ რამდენიმე მწვანე პომიდორი და დაჭრათ ნაჭრებად (ან რგოლებად). დაიდეთ მწვანე პომიდვრის ნაჭრები ვარიკოზულ ვენებზე. საჭიროების შემთხვევაში დაიფიქსირეთ ბინტით. გააჩერეთ პომიდორი ამ ადგილებში, სანამ არ იგრძნობთ ჩხვლეტას კანზე. თუ ამ შეგრზნებას ვერ აიტანს, წვის შეგრძნებისთანავე მოიშორეთ პომიდორი და ჩამოიბანეთ კანი გრილი წყლით. თუ ეს პროცედურა კარგად ჩაივლის, შედეგი ძალიან მალე გამოჩნდება. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეში ხუთჯერ, სასურველია მალ-მალე.

ორკვირიანი ყოველდღიური პროცედურების შემდეგ, ვენური კვანძები დაიწყებენ გაქრობას. კაპილარული ქსელი, კვანძები, შეშუპება და ტკივილი ვენებში საბოლოოდ გაქრება.

ვარიკოზული ვენების მკურნალობა მწიფე წითელი პომიდვრით
ეს პროცედურა წინას მსგავსია. მწიფე პომიდორი უნდა გაირეცხოს, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ გაგანიერებულ ვენებზე 3-4 საათის განმავლობაში, დავამაგროთ ბინტით. ცოტა ხნის შემდეგ პომიდორი შეცვალეთ ახლით.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ეს მკურნალობა შეგიძლიათ განახორციელოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში.

პომიდორს აქვს სამკურნალო თვისებები - ვინაიდან მასში თესლის გარდა არის ნივთიერება, რომელიც თავისი თვისებებით ასპირინს ჰგავს. ეს მჟავა ითვლება ანტიკოაგულანტად, რომელიც ათხელებს სისხლს და ხელს უშლის მის სტაგნაციას. გარდა ამისა, პომიდორს აქვს ფლავონოიდები, რომლებიც აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version