ებრძოლე პიგმენტურ ლაქებს ხალხური საშუალებებით! მარტივი და ბიუჯეტური რეცეპტები!
პიგმენტური ლაქები სახეზე, ხელებზე და მხრებზე წარმოიქმნება დაახლოებით 40 წლის ასაკის შემდეგ. მათ ღია ან მუქი ყავისფერი შეფერილობა აქვთ.
ლაქების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება,
- ჰორმონული და ასაკობრივი ცვლილებები,
- გარკვეული კოსმეტიკური საშუალებები,
- რიგი წამლების უკონტროლო მიღება,
- ორსულობა,
- ასაკი, კანის დაბერება,
- არასწორი დეპილაცია (კანის მექანიკური დაზიანება).
სანამ ასაკობრივი ლაქების მოშორებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ისინი ჯანმრთელობის პრობლემების შედეგი არ არის!
პიგმენტური ლაქების მთლიანად მოშორება ძნელია, მაგრამ ხალხურ მედიცინაში კანის მნიშვნელოვნად გასათეთრებელი უამრავი განსხვავებული რეცეპტი მოიპოვება.
ეს რეცეპტები დაგეხმარებათ პიგმენტურ ლაქებთან გამკლავებაში:
- ხახვის წვენი - ყოველ საღამოს წაისვით ლაქებზე შუაზე გაჭრილი ხახვი და შედეგსაც მალე იხილავთ.
- კარტოფილის ნიღაბი - გახეხეთ 1 უმი კარტოფილი, დაუმატეთ 1 ს. კ. რძე, დაფქული ნუში და ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი. ნარევი გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
- სახამებლის კომპრესი - 1/2 ს. კ. კარტოფილის სახამებელი გააზავეთ ლიმონის წვენით სქელი არაჟნის კონსისტენციამდე და წაისვით პიგმენტურ ადგილებზე. 30 წუთი გაიჩერეთ. ეს შემადგენლობა იდეალურია მშრალი კანისთვის.
- ნიღაბი კვერცხითა და თიხით - 1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 10 გ ლურჯი თიხა. წაისვით და ნახევარი საათი გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ ნაზად, თბილი წყლით. მისი გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიურად.
- ნუშის პილინგი - დაფქული ნუში შეურიეთ შვრიის ფქვილს თანაფარდობით 1:1, დაუმატეთ 1 ჩ. კ. რძის ფხვნილი, შემდეგ კი – იმდენი თბილი წყალი, რომ სქელი არაჟნისნაირი მასა მიიღოთ. ამ პილინგის გაკეთება კვირაში 2-ჯერ შეიძლება.
მათი მეშვეობით სავსებით შესაძლებელია პიგმენტური ლაქები კანზე შეუმჩნევი გავხადოთ, მაგრამ პროცედურების ჩატარება რეგულარულად მოგიწევთ.
Facebook კომენტარები