Lui.ge

ამ მცენარის ყვავილს ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ – ეს რეცეპტები ბებიამ მასწავლა.

Lui.ge 8

ამ მცენარის ყვავილს ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ – ეს რეცეპტები ბებიამ მასწავლა.

როცა შოთხვის ბუჩქს ჩაუვლით, კარგად ჩაისუნთქეთ მისი სურნელი და ყვავილების თაიგულიც თან გაიყოლეთ, რადგან ამ მცენარის მხოლოდ სუნიც კი საკმარისია მავნე მიკროორგანიზმების დასახოცად. ძველ დროში წყლის გასაწმენდად შოთხვის ყვავილებს იყენებდნენ – წყლიან ჭურჭელში მცენარის რამდენიმე ტოტს აგდებდნენ.

შოთხვის ყვავილს ბევრი დაავადების სამკურნალოდ ვიყენებ, მაგალითა:

კონიუნქტივიტის დროს 1ს/კ გამომშრალ ყვავილს უნდა დაასხათ 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი. ამ ნაყენით ჩამოიბანოთ შეწითლებული ქუთუთოები და 2 დღეში ანთება უკვალოდ გაქრება.

კუჭ-ნაწლავის მუშაობის გასაუმჯობესებლადაც ვიყენებ ამ მცენარეს, მაგრამ თუ ამ მცენარეზე ალერგია გაქვთ, ფრთხილად უნდა იყოთ.

ყვავილების გარდა, შოთხვის ფესვი, ფოთლები და კენკრაც სასარგებლოა.

ფესვების ნაყენი ხსნის თავის ტკივილს, სპაზმებს, კარგ შედეგს იძლევა გულის დაავადებების დროს, როგორც მატონიზებელი და დამამშვიდებელი საშუალება, აგრეთვე კუჭის დაავადებებისას:

ეს ნაყენი ძალიან კარგია ქრონიკული ენტერიტის და კოლიტის დროს, აგრეთვე დიზენტერიის გადატანის შემდეგ. ამ ნაყენის მიღებისას დოზირება ზუსტად უნდა მოხდეს, რადგან ნაყოფში თურმე მცირე რაოდენობით შხამიც შედის.

შოთხვი კავკასიაში გავრცელებული მცენარეა, იგი მაღალი ბუჩქია, ზოგან კი დაბალტანიან ხედაც იზრდება, 2-10მ სიმაღლის. მოყავისფრო ტოტები დაფარულია მოყვითალო-მოთეთრო მეჭეჭებით. აქვს არომატული, ნექტარით მდიდარი თეთრი ყვავილები, რომლებიც 12 სმ-მდე სიგრძის თავჩაქინდრულ მტევნებშია შეკრებილი.

შავი ნაყოფი ერთკურკიანია, ხორცოვანი მწკლარტე რბილობით. შოთხვის ნაყოფი შეიცავს 5%-მდე შაქარს, ბევრ მთრიმლავ ნივთიერებას, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, ფლავონოიდებს და ეთერზეთს. მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო ნაყოფს შემკვრელ საშუალებად იყენებენ კუჭაშლილობის დროს. ფოთლები მდიდარია C ვიტამინით და ეთერზეთით.

მედიცინაში შოთხვის იყენებენ არაინფექციური ფაღარათიანობის და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლის დროს. ხალხური მედიცინა შოთხვის ქერქსაც იყენებს, როგორც შარდმდენ, ოფლმდენ და შემკვრელ საშუალებას, ფოთლების ნახარშს ზოგჯერ ფაღარათიანობის და ბრონქიტის დროს იყენებენ, ყვავილების ნაყენს კი ნივთიერებათა ცვლის მოშლისას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version