Lui.ge

გაიგეთ რა არის კენჭოვანი დაავადების მიზეზები და როგორ უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინით.

Lui.ge 5 4

გაიგეთ რა არის კენჭოვანი დაავადების მიზეზები და როგორ უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინით.

კენჭები ორგანიზმში

ხალხში ქვებს ან კენჭებს უწოდებენ პათოგენური ბუნების ბიომინერალებს. სადღეისოდ ცნობილია 80-მდე ასეთი ბიომინერალი. ბიომინერალები ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე მინერალებია. მათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ძვლები და კბილები.

რა აჩენს კენჭებს?

კენჭების წარმოშობის მთავარი მიზეზი ორგანიზმის თანდაყოლილი, გენეტიკური თავისებურებაა, როდესაც ადამიანი ნივთიერებათა ცვლის გარკვეული დარღვევით ან ამ დარღვევისადმი მემკვიდრეობითი განწყობით იბადება. სწორედ მემკვიდრეობის წყალობითაა ორგანიზმი მიდრეკილი უხსნადი მარილების წარმოქმნისკენ, რომელთაგანაც შემდეგ კენჭები და ქვები ყალიბდება. მაგრამ თანდაყოლილი განწყობის მქონე პირებსაც კი კენჭოვანი დაავადება ყოველთვის როდი უვითარდებათ პათოლოგიური პროცესის გამშვები რგოლის ასამუშავებლად ხელშემწყობი ფაქტორების არსებობაა საჭირო და ესენია:

გარეგანი მიზეზებია :

  1. კვების თავისებურებანი,
  2. წყლის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა,
  3. შრომის მავნე პირობები,
  4. ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი,
  5. ჰიპოდინამია,
  6. საკვებში A ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინთა დეფიციტი, ზ
  7. ოგიერთი პრეპარატის (სულფანილამიდების) ხშირი მიღება,
  8. C ვიტამინის ხანგრძლივი მიღება დიდი დოზით.

შინაგანი მიზეზებია:

ორგანოთა განვითარების ანომალიები, რომლებიც ორგანოთა ნორმალურ ფუნქციობას აბრკოლებენ. მათ რიცხვშია ზოგიერთი ისეთი ფერმენტის დეფიციტი, რომელთა უკმარისობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ხანგრძლივი უმოძრაობა (იმობილიზაცია მოტეხილობისას) და სხვა. არსებობს ერთგვარი გამონაკლისებიც. შესაძლოა, ადამიანი არც ცხიმიანს ეტანებოდეს, ცხოვრების ჯანსაღ წესსაც მისდევდეს, ქვები კი მაინც გაუჩნდეს. ეს თითქმის ყოველთვის ცუდი ეკოლოგიის დამსახურებაა, რომელიც არღვევს ნორმალურ ურთიერთდამოკიდებულებას ორგანიზმში საჭირო ფერმენტების სინთეზსა და მოქმედებას შორის.

ხალხური მედიცინა კენჭების წინააღმდეგ.

ოქსალატური კენჭები: 1 ს/კ გამხმარ ბრტყელეკალას დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით, გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ბრტყელეკალა ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რთულყვავილპვანთა ოჯახს ეკუთვნის, 2მ-მდე სიმაღლისაა, ფოთლები ოვალური, დაკბილული და ეკლიანია. ყვავილები – იასამნისფერი, მილაკოვანია და ტოტების ან ღეროს ბოლოშიაგანლაგებული. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. სამკურნალოდ მცენარეს ყვავილობის დასაწყისში აგროვებენ.

თირკმელებში კენჭებისა და ქვიშის არსებობისას:

  1. 1 ს/კ დანამცეცებულ ფარსმანდუკს (მელისკუდა) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და თავდახურული დადგით 1 საათი. შემდეგ დალიეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში (მნიშვნელობა არ აქვს, ჭამის შემდეგ თუ ჭამამდე).
  2. 1 ს/კ დანამცეცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დადგით 1 საათი.
  3. ასევე მოამზადეთ ცალ-ცალკე მარწყვის ფოთლების, შავი მოცხარის ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი. 1 ს/კ მოცხარის ნაყოფი და ფოთლები დაჭყლიტეთ, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და დადგით თავდახურული 15 წუთით.

სამივე ნაყენი ერთმანეთში შეურიეთ და დალიეთ თითო ჭიქა ფარსმანდუკის ნაყენის მიღებისთანავე. დანარჩენი კი მიიღეთ მცირე ულუფებით დღის განმავლობაში.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება ორკვირიანი დასვენების შემდეგ. დღის განმავლობაში ნაყენების გარდა უნდა დალიოს 2 ლიტრი სითხე.

ფარსმანდუკს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყვავის. მას კუდას, ჩიჩქვის ბალახის, კრავისკუდას,მელისკუდას, ქორისკუდას სახელებითაც იცნობენ. ის 120 სმ სიმაღლის სწორღეროიანი, ლანცეტაფოთლიანი, ფარისებრი ყვავილედის მქონე მცენარეა. ყვავილები თეთრია, იშვიათად — ვარდისფერი.

წითელი მოცვის ფოთლები მდიდარია ფლავონოიდებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით. მოცვის ნაყენს აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, მადეზინფიცირებელი მოქმედება. ასევე შარდმდენი, ნაღველმდენი და ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი ეფექტი აქვს მარწყვის ფოთლების ნაყენს.

შავი მოცხარი კი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ეთერზეთებით, ორგანული მჟავებით. მოცხარის ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ანემიების, გულის რიტმის დარღვევის, ათეროსკლეროზის, ინფექციური დაავადებების, გლომერულონეფრიტის დროს. მოცხარის ნაყოფთან ერთად გამოიყენება ფოთლების ნაყენი, როგორც შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება.

ნაყენთა კომბინაციას ექნება ძლიერი შარდმდენი ეფექტი და სწორედ ამას უკავშირდება მათი გამოყენება შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ დიდი ზომის კენჭები გაქვთ, გართულებათა თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე გმართებთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version