თუ ამას გაიმეორებთ ზედიზედ სამი ღამე, ეს დაგეხმარებათ მოიცილოთ ლაქები, მუქი წრეები და დაბერების ნებისმიერი ნიშანი თქვენს სახეზე.
ღამის მარტივი ხრიკები დაბერების ნიშნების შესამცირებლად!
ჩვენი კანი უკიდურესად დელიკატურია, რადგან ის ექვემდებარება ყველა სახის გარე ფაქტორებს, რომლებიც ნელ-ნელა გვაზიანებს. არსებობს მრავალი ბუნებრივი საშუალება, რომელიც, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება დაბერების ზოგიერთ ნიშნებთან ბრძოლაში, მათ შორისაა კარტოფილის რეცეპტები. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ამ მეთოდის გამოყენება ზედიზედ 3 ღამის განმავლობაში.
ლიმონის წვენი კარტოფილით
დაღლილობა ხშირად გვეტყობა სახეზე. საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური საშუალება ამ პრობლემასთან წინააღმდეგობისთვის, საკმარისია კარტოფილის ნაჭერი გახეხოთ და ლიმონის წვენი შეურიოთ, შემდეგ ნიღაბივით წაისვით სახეზე და მთელი ღამე დაიტოვეთ რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. დილით აუცილებლად გაგაოცებთ შედეგი.
დაჭრილი კარტოფილი
სახის ღრმა წმენდის ძირითადი ელემენტებია კალიუმი, კალციუმი და ვიტამინი C, ეს ყველაფერი კი თავმოყრილია კარტოფილში. თუ კანზე ძალიან ბევრი გამონაყარი და შავი ლაქები გაქვთ, უნდა მოათავსოთ რამდენიმე ნაჭერი კარტოფილი მთელ სახეზე და გააჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში.
კარტოფილი, ვაშლის ძმარი და კიტრი
მუქი ლაქები სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება სახის კანზე, მაგრამ დღეს ჩვენ ვაპირებთ შემოგთავაზოთ სპეციალური რეცეპტი, რომელშიც კიტრი, კარტოფილი უნდა გახეხოთ და ინგრედიენტები ერთ კოვზ ვაშლის ძმარს შეურიოთ. წაისვით ნიღაბი სახეზე და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
Კარტოფილის პიურე
მუქი წრეები შეიძლება იყოს სახეზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი რამ, რადგან მათი მოშორება და შენიღბვა რთულია. თუ თქვენ გიყვართ ბუნებრივ საშუალებების გამოყენება, მაშინ თქვენი ტანჯვა ძალიან მალე დასრულდება. აიღეთ კარტოფილი, კარგად დააქუცმაცეთ, როგორც პიურე და მიღებული მასა დაიდეთ მუქ წრეებზე, დაიტოვეტ მთელი რამის განმავლობაში რომ იმოქმედოს და მეორე დილას შედეგი მიღწეული დაგხვდეთ.