Lui.ge

ფეტვის მარცვალი ასუფთავებს თირკმელებს და ახდენს მაღალი წნევის ნორმალიზებას

Lui.ge 9

ფეტვის მარცვალი ასუფთავებს თირკმელებს და ახდენს მაღალი წნევის ნორმალიზებას

თირკმელების მკურნალობა ფეტვით ძალიან ეფექტურია. ის აშორებს კენჭებს და ქვიშას თირკმელებიდან, შარდის ბუშტიდან, მკურნალობს ცისტიტს, ეხმარება ქალის დაავადებებს. თირკმელების ფეტვით მკურნალობის უძველესი, მივიწყებული მეთოდები, რომელთა გამოყენება დღესაც შეიძლება. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე ყველაზე სასარგებლო რჩევა:

ფეტვით თირკმლის მკურნალობა – საუკეთესო რეცეპტები:

დალიეთ სითხე ნებისმიერი რაოდენობით როცა გინდათ. როდესაც სითხე ამოიწურება, ისევ დაასხით მდუღარე წყალი ფეტვს. შეგიძლიათ ეს მანამ აკეთოთ, სანამ გემო არ შეიცვლება და როცა გემო აღარ ექნება აიღეთ ახალი ჭიქა ფეტვი და თავიდან მომაზადეთ.

3 ლიტრიანი ქილის ნახევარი შეავსეთ ფეტვით, ქილა გაავსეთ მდუღარე წყალით, კარგად აურიეთ, დააფარეთ და გააჩერეთ ერთი დღე. გადმოწურეთ მთელი სითხე და დალიეთ მთელი დღი განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. გააგრძელეთ კურსი ერთი კვირის განმავლობაში.

დარჩენილი ფეტვი შეინახეთ. ის შეგიძლიათ მოხარშოთ და მისგან მისგან ფაფა გააკეთოთ.

ერთი ჭიქა ფეტვი გარეცხეთ ცივ წყალში, მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში, დაასხით 2 ჭიქა თბილი ადუღებული წყალი და ენერგიულად ათქვიფეთ ხელით სამი წუთის განმავლობაში. მიღებული მოთეთრო მასა დალიეთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

2 ს.კ. გარეცხილ ფეტვს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გამორთეთ, დატოვეთ 1 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ შემდეგი ინტერვალით:

  1. დღე 1 – ყოველ საათში 1 ს.კ. კოვზი
  2. დღე 2 – ყოველ საათში 3 ს.კ. კოვზი

3-დან 7 დღემდე – ½ ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის წინ.

ეს მეთოდი არა მხოლოდ ასუფთავებს თირკმელებს, არამედ ამცირებს არტერიულ წნევას და ამაგრებს ჩვენს ძვლებს.

ჩაყარეთ ფეტვი, რომლის მარცვლები ოდნავ დაფარულია წყლით, დააფარეთ მარლა და დაელოდეთ სანამ ყლორტები გამოჩეკდება. ამას რამდენიმე დღე სჭირდება. ამის შემდეგ ამოღებულ მარცვლებს რეცხავენ და აშრობენ. მოხარშეთროგორც ჩვეულებრივი ფაფა წყალზე და მიირთვით ან დაამატეთ მოცვი. ასეთი საკვების მეშვეობით თქვენი თირკმელები “მადლობას გეტყვიან”.

მოცვის უპირატესობა ის არის, რომ ის მდიდარია ჩვენი თირკმელებისთვის აუცილებელი მრავალი მიკროელემენტით. მისი ფაფა სასარგებლოა მაშინაც კი, თუ თირკმელები არ გტკივათ, პროფილაქტიკური მიზნით.

Facebook კომენტარები
Exit mobile version