Lui.ge

ფეხის აბაზანები დაღლილობის მოსახსნელად და დეტოქსიკაციისთვის, მხოლოდ ერთი ინგრედიენტით. შედეგი საოცარია!

Lui.ge 1 9

ფეხის აბაზანები დაღლილობის მოსახსნელად და დეტოქსიკაციისთვის, მხოლოდ ერთი ინგრედიენტით. შედეგი საოცარია!

ფეხის აბაზანის მიღება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დღის დასასრულებლად. ოდესმე გიცდიათ ვაშლის ძმარი? ის სასწაულებს ახდენს!

ჩააწყვეთ ფეხები ვაშლის ძმარში საუკეთესო შედეგის მისაღებად.

აბაზანა დაგეხმარებათ ფეხების გაწმენდაში, აქერცვლაში და მოშუშებაში. ვაშლის ძმარი შეიცავს რბილ მჟავას, რომელიც აშორებს მკვდარ კანს და აცილებს უსიამოვნო სუნს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშლის ძმარი არის საუკეთესო საშუალება, როდესაც საქმე ეხება ფეხების დეტოქსიკაციას. გარდა ამისა, მას აქვს სასიამოვნო სურნელი და პროცესიც ბევრად სასიამოვნოა.

ტერეზა კელეჩი და სალი სტროდი, რომლებიც მედიცინის დოქტორები არიან, გვიზიარებენ მეტ დეტალს ვაშლის ძმრის შესახებ. ძმარი, ანუ ძმარმჟავა, წარმოიქმნება ბუნებრივი შაქრის ალკოჰოლში დუღილის დროს.ვაშლის ძმარი სუსტი მჟავაა და ჩვეულებრივ შეიცავს 4-დან 8 პროცენტამდე ძმარმჟავას. საუკუნეების განმავლობაში ძმარი ცნობილია გამწმენდი და სადეზინფექციო თვისებებით. ჰიპოკრატე დაწვრილებით საუბრობდა მის სამკურნალო თვისებებზე. ასევე, ბიბლია შეიცავს მითითებებს მის დამამშვიდებელ და სამკურნალო თვისებებზე.

როგორ გააკეთოთ ვაშლის ძმრის ფეხის აბაზანა?

ჭურჭლის დაახლოებით ორი მესამედი შეავსეთ თბილი წყლით. ფრთხილად იყავით, წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. თუ ფეხების გაგრილება გსურთ, გამოიყენეთ ცივი წყალი. ამ რაოდენობის წყლისთვის საჭიროა ნახევარი ჭიქა ძმარი.

გააჩერეთ ფეხები ხსნარში ნახევარი საათის განმავლობაში (ძმრის სუნზე არ ინერვიულოთ, ის მალევე გაქრება). ჩამოიბანეთ გრილი წყლით ან უბრალოდ გაიშრეთ ბუნებრივად.

ვაშლის ძმრის აბაზანა დაგეხმარებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა ტიპის მდგომარეობის შემსუბუქებაში:

თქვენ შეგიძლიათ შეიწოვოთ კარგი ნივთიერებები თქვენი ფეხების სასუალებით. ჩვენს ორგანიზმს შეუძლია კანის მეშვეობით შეიწოვოს თითქმის ყველაფერი – ზეთები, სილამაზის პროდუქტები, ტოქსინები და ვიტამინები. დიახ, კარგიც და ცუდიც. ვაშლის ძმარი შეიცავს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს.

„ვაშლის ძმარი ტრადიციულად მრავალი წლის წინ გამოიყენებოდა მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ჰიპერლიპიდემიის სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორად. ათეროსკლეროზის ადრეულ პრევენციასა და მკურნალობას შეუძლია თავიდან აიცილოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების გართულებები“, – წერენ მკვლევარები ჟურნალ Life Science-ში.

Facebook კომენტარები
Exit mobile version