Lui.ge

გსურთ ნებისმიერ ასაკში მიმზიდველად გამოიყურებოდეთ?! მაშინ გამოიყენეთ ეს ბუნებრივი ნიღაბი!..

Lui.ge 13

გსურთ ნებისმიერ ასაკში მიმზიდველად გამოიყურებოდეთ?! მაშინ გამოიყენეთ ეს ბუნებრივი ნიღაბი!..

კარგად ნაცნობი თემაა, რომ სახის კანზე, ყელზე და მკერდის ზონაზე ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას იწვევს მზის ზემოქმედება, ქარი, სტრესები, არასწორი კვება, მავნე ჩვევები და კანის მოუვლელობა. თუმცა საბედნიეროდ, ბუნებრივი პროდუქტების რეგულარულად გამოყენება გაძლევთ იმის საშუალებას, რომ კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომლის  ძირითადი ინგრედიენტი სიმინდის სახამებელია. იგი გამოიყენება დამწვრობების, ფეხის სოკოს სამკურნალოდ. სიმინდის სახამებელს ასევე  გამოიყენებენ როგორც მშრალ შამპუნს.


გარდა ამისა, სიმინდის სახამებელს აქვს უნარი აღკვეთოს კანის ნაადრევი დაბერება და განკურნოს დაზიანებული უჯრედები. სწორედ ამიტომ, იგი აქტიურად გამოიყენება ხელნაკეთი  ნიღბების მოსამზადებლად.

ამ საოცარი ნიღაბის მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი 2 ჩ. კ; გახეხილი სტაფილი 1 ს. კ; იოგურტი ან მაწონი, ან არჟანი 1 ს. კ; წყალი 50 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები: თავდაპირველად საჭიროა სახამებელს დაასხით ცხელი წყალი, კარგად გახსენით და დადგით საშუალო ცეცხლზე, აადუღეთ, გადმოდგით და ცოტა ხნით გააჩერეთ; შემდეგ გახეხილ სტაფილოს დაამატეთ იოგურტი და ხის კოვზით კარგად აურიეთ. მზა ნარევი დაამატეთ თბილ სახამებელს და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა;

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, მკერდის ზონაზე და წრიული მოძრაობებით, ფუნჯის ან თითების საშუალებით, კარგად შეიზილეთ; სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთით. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 1-3-ჯერ, დამოკიდებულია თქვენი კანის მდგომარეობაზე.

აუცილებლად სანახავი:აი, რატომ უნდა გქონდეთ კუპრის საპონი სახლში. გაიგეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

Facebook კომენტარები
Exit mobile version