გაწუხებთ შებერილი მუცელი და ჭარბი წონა?! დალიეთ ეს ჩაი დღეში 3-ჯერ და მიიღებთ წარმოუდგენელ შედეგს!
ადამიანის ორგანიზმს აქვს დეტოქსიკაციის საკუთარი საშუალება და ის ყოველდღიურად გაშორებთ უამრავ ქიმიკატს და ნივთიერებას ორგანიზმიდან. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც სუნთქავთ, ჭამთ, სვამთ ან იყენებთ, გადის სხეულის დეტოქსიკაციის ორგანოებს.
დეტოქსიკაციის ძირითადი ორგანოები კი შემდეგია:
ღვიძლი: ღვიძლი დეტოქსიკაციის მთავარი ორგანოა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ დეტოქსიკაციის რეცეპტების უმეტესობა შეიცავს მცენარეებს, რომლებიც ხელს უწყობენ ღვიძლის ჯანმრთელობას.
ფილტვები: ყოველი ჩასუნთქვისას თქვენ ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა ნაერთების და პოტენციური დამაბინძურებლებისა და ტოქსინების ერთობლიობა. ფილტვები კი ეხმარება ნარჩენების სახით ნახშირორჟანგის აღმოფხვრას.
თირკმლები: თირკმელები ხელს უწყობენ ორგანიზმის გაწმენდას და შარდის მეშვეობით ნარჩენების მოცილებას.
ნაწლავი: ჯანსაღი ნაწლავი ნიშნავს სააბაზანო ოთახში რეგულარულ ვიზიტს და ნარჩენების ეფექტურ განადგურებას. თუ ეს რეგულარულად არ ხდება, შეიძლება შეგექმნათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ყაბზობა ან დიარეა.
კანი: იცოდით, რომ კანი ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა? ოფლი კი ნარჩენების დეტოქსიკაციისა და განადგურების ერთ ერთი მთავარი საშუალებაა.
დეტოქსის ჩაის რეცეპტები:
აქაა რამოდენიმე საუკეთესო დეტოქსის რეცეპტი, რომელიც გამოიყენება მთელი დღის განმავლობაში. ინგრედიენტები უნდა იყოს ორგანული ტოქსინების თავიდან ასაცილებლად.
ჩაის რეცეპტი: შერჩეული მწვანილი
მწვანე ჩაი: ის მდიდარია პოლიფენოლებით, ფლავონოიდებით და L-თეანინით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, წონის დაკლებას, ამცირებს არტერიულ წნევას და აძლიერებს მეტაბოლიზმს.
გვირილა: ამშვიდებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთებს, ასევე ამშვიდებს როგორც საჭმლის მომნელებელ, ასევე ნერვულ სისტემას.
რეცეპტი : დამამშვიდებელი მწვანე ჩაი და ჰიბისკუსი
ინგრედიენტები:
1 ჩ.კ ორგანული მწვანე ჩაი
1 ჩ.კ ორგანული გვირილის ყვავილები
1 ჩ.კ ორგანული გამხმარი ვარდი
1 ჩ/კ ორგანული გამხმარი ჰიბისკუსი
ინსტრუქცია: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ჩაის პაკეტში, ჩაიდანში ან საწურში ორ ჭიქა მდუღარე წყალთან ერთად. გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დალიეთ ორი ან სამი ჭიქა დღეში ჭამის დროს.