Lui.ge

რეცეპტები, რომლებიც ეფქტურად ებრძვის შაშიკს – ამ მხრივ ეს მცენარეები ნამდვილი აღმოჩენაა

Lui.ge 1 1

რეცეპტები, რომლებიც ეფქტურად ებრძვის შაშიკს - ამ მხრივ ეს მცენარეები ნამდვილი აღმოჩენაა

აი, უკვე რამდენი წელია, შაკიკი მტანჯავს. სულ ახლახან წავიკითხე, რომ ეს დაავადება თურმე ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც საკუთარი თავის შებრალება სჩვევიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებენ.

შესაძლოა, ეს მართალიც იყოს, ამიტომ გადავწყვიტე, მართლაც შესაბრალისი რომ
არ გავმხდარიყავი, საკუთარ თავზე ამთავითვე მეზრუნა.


დავიწყე თვითმკურნალობა და დღეს მხოლოდ ისინი მებრალებიან, ვისაც კვლავ ტანჯავს შაკიკი. ყველას მოგიწოდებთ, არ დანებდეთ. ცოტაოდენი მონდომება მალე გაგათავისუფლებთ თავის აუტანელი ტკივილებისგან.

ეცადეთ, ყოველ დილით, უზმოზე, ერთი პატარა სირჩა ოხრახუშის წვენი დალიოთ.
აიღეთ 1 ცალი ქათმის ახალდადებული კვერცხი, გატეხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული რძე და დალიეთ. სვით დღეში ერთხელ, 1 კვირა.

შაკიკის შეტევის მოახლოებისას აიღეთ ცხვირსახოცი, სასურველია, თეთრი, დაასველეთ ღვინის ძმარში, კარგად გაწურეთ და მაგრად შემოიკარით თავზე.

- აიღეთ ცოტაოდენი წითელი ჭარხლის ან ხახვის წვენი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში, მტკივან მხარეს.

-თუ საშუალება გაქვთ, შეტევის დაწყებისას შუბლსა და წარბებზე ვარდის ახალი ფურცლები დაიფინეთ.

2 სუფრის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათით დადგით წყლის აბაზანაზე. შემდეგ 15 წუთს გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

პიტნის ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 1/2-1/2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული პიტნა,
დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 15 წუთით წყლის აბაზანაში ჩადგით, თან განუწყვეტლივ ურიეთ.

შემდეგ გადმოდგით, ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ (ამას დაახლოებით 45 წუთი დასჭირდება), გადაწურეთ და გადადუღებული წყლით
1 ჩაის ჭიქამდე შეავსეთ.

მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარი ან მესამედი ჩაის ჭიქა დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღისა.

Lui.ge გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version