ალბათ არა ერთხელ გამოგვიყენებია ძმარი, დაბინძურებული ზედაპირების გასაწმენდად, მაგრამ ასევე არა ერთხელ გვითქვამს მის სარგებელზე უარი, მხოლოდ იმის გამო, რომ საკმაოდ სპეციფიკური სუნი გააჩნია. ციტრუსის კანი დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევაში. მოათავსეთ ქილაში ფორთოხლის კანი, დაასხით ძმარი და ერთი კვირის განმავლობაში დადგით თავდახურულ მდგომარეობაში. მიიღებთ ციტრუსის ძმარს, რომელსაც ექნება სასიამოვნო არომატი. გადაწურეთ სითხე სხვა ჭურჭელში და გამოიყენეთ როგორც უნივერსალური გამწმენდი საშუალება.
ციტრუსის კანი ასუფთავებს მინის ჭურჭელს წყლის ლაქებისგან. მოათავსეთ ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ისე გარეცხეთ ჭურჭელი. ასევე შეგიძლიათ ფორთოხლის ქერქი გამოიყენოთ გაზქურის ღუმელის, მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად. თასში მოათავსეთ ფორთოხლის ქერქი დაასხით 1 ჭიქა წყალი და შედგით ღუმელში 7-8 წუთით, შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ჩვრით. აბაზანის ზედაპირები ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ ფორთოხლის კანით. მასზე ვაყრით მარილს და ამ სკრაბის საშუალებით გავწმენდთ აბაზანას.
ეთერზეთებს, რომლითაც მდიდარია ფორთოხალი, აქვთ ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები: ისინი ახდენენ ქოლესტერინის ნეიტრალიზაციას. დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავს ციტრუსის კანი, ვიდრე მისი რბილობი. შეიძლება ითქვას, რომ ის ამაღლებს იმუნიტეტს და აქვს ანტიოქსიდანტური თვისება. ფორთოხლის კანის ჩაი არაჩვეულებრივია გაციების დროს და პროფილაქტიკის მიზნითაც.
თქვენ თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, კარგია მის გასაწმენდად გამოიყენოთ ფორთოხლის კანი. ასევე შველის გამონაყარს. კანი ხდება სუფთა და გლუვი. ხოლო თუ გსურთ კბილების გათეთრება, კბილის პასტას დაუმატეთ ცოტაოდენი დაფქვილი ფორთოხლის ქერქი. შეგიძლიათ კბილები გაიწმინდოთ ქერქის შიგნითა მხრიდან. ეს პროცედურა არანაირ ზიანს არ აყენებს კბილებს. დაიმახსოვრეთ, რომ ციტრუსის კანის გამოყენებამდე, ის კარგად გარეცხეთ, რადგან მოსცილდეს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც იყენებენ მის უკეთ შესანახად.