ეს, ექიმ ნირმალა შეტის ანტი–ასაკობრივი ნიღაბის რეცეპტია:
თქვენ დაგჭირდებათ:
4 ჩ/კ ავოკადოს პასტა
4 ჩ/კ პაპაიას პასტა
1 ჩ/კ ნუშის ზეთი
4-5 წვეთი ილანგ– ილანგის ეთერზეთი
მინის ჯამში აურიეთ ერთმანეთს პაპაიას და ავოკადოს პასტა. შემდეგ დაამატეთ ზეთები. ნარევი სახეზე წაისვით და ნაზი მასაჟი გაიკეთეთ. 5–10 წუთში ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ავოკადო ვიტამინ E–ს შეიცავს, რომელიც კანს აჯანსაღებს. ის მას მზისგან იცავს და დაბერების ნიშნებს აქრობს. პაპაია ეფექტურად ებრძვის აკნეს, ვიტამინი A კი, კანს კვებავს და ნაოჭებს ებრძვის. ილანგ–ილანგის ეთერზეთი კანს ელასტიურს ხდის, ხურავს ფორებს და კანის უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს. ნუშის ზეთი კი ნატურალური დამატენიანებელი საშუალებაა. ერთად კი, ყველა ეს ინგრედიენტი თქვენს კანს გლუვს და ნაზს გახდის და რაც მთავარია, კანის დაბერების პროცესს შეაჩერებს.
აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.