Lui.ge

ხერხი, რომლის წყალობითაც დავამარცხე ყაბზობა და დღეს ბედნიერი ვარ

lui.ge 2021 12 18T131733.364

ხერხი, რომლის წყალიბითაც დავამარცხე ყაბზობა და დღეს ბედნიერი ვარ

პროფესიით ეკონომისტი ვარ, ფირმაში ვმუშაობ და დილიდან საღამომდე მაგიდასთან მიწევს ჯდომა. ბავშვობიდან ყაბზობისკენ ვიყავი მიდრეკილი, ცხოვრების ასეთმა წესმა კი პრობლემა კიდევ უფრო გამიმწვავა.

მშვენივრად ვიცი, რომ საფაღარათო მედიკამენტების უსასრულო მიღება არ შეიძლება, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც ყაბზობის საწინააღმდეგო ვარჯიშისა და მცენარეული საშუალებების შესახებ შევიტყვე.

მათი წყალობით, შეიძლება ითქვას, შვებით ამოვისუნთქე. ყაბზობა, მართალია, ახალი დაავადება არ არის, მაგრამ ცხოვრების თანამედროვე წესმა ის მილიონობით ადამიანის პრობლემად აქცია, ამიტომ მინდა, ეს საშუალებები სხვებსაც გავაცნო.

დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლში ივარჯიშეთ: მწოლიარემ ასწიეთ ზედატანი და წამოჯექით, ოღონდ ისე, რომ ხელებს არ დაეყრდნოთ. ეს 20-30-ჯერ მაინც უნდა გააკეშემდეგ წამოდექით, ხელები თეძოებზე შემოიწყვეთ და 30-ჯერ შეასრულეთ ჩაჯდომა-ადგომა.

აიღეთ 2 სადილის კოვზი ხორბლის ქატო, დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე, 30–40 წუთს შეფუთული გააჩერეთ. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა მიირთვათ ყოველ დილით, უზმოზე, 1 თვის განმავლობაში.

2 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.

უმი სტაფილოს, ისპანახისა და ჭარხლის წვენების ნარევი საუკეთესო საშუალება ყოფილა ყაბზობის სამკურნალოდ. წვენები ახალგამოწურული უნდა იყოს. მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა. აქედან ნახევარი სტაფილოს წვენი უნდა იყოს, ნახევარი კი ისპანახისა და ჭარხლის.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები
Exit mobile version