Lui.ge

რა არის ცხვირის პოლიპები და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში? ეს მეთოდები დროში გამოცდილია!

lui.ge 2021 12 17T124210.156

რა არის ცხვირის პოლიპები და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში? ეს მეთოდები დროში გამოცდილია!

ცხვირის პოლიპები - სინუსების დაავადების გართულებაა. ცხვირის პოლიპების დროს პაციენტები უჩივიან ცხვირის გაჭედვას, ცხვირით სუნთქვის არქონას, ბევრ ლორწოს და ჩირქოვან გამონადენს, თავის ტკივილს, სწრაფ გადაღლას, ყნოსვის დაქვეითებას ან არქონას. პოლიპები შეიძლება იყოს ერთმხრივი და ორმხრივი. ცხვირის პოლიპების მკურნალობას ოპერაცია სჭირდება, თუმცა მისი მკურნალობა ხალხური მეთოდებითაც შესაძლებელია. აი რამდენიმე რეცეპტი:

ხალხური მედიცინა ცხვირის პოლიპების მკურნალობის რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ.

• პოლიპების დროს დღეში 3-ჯერ ცხვირში ჩაიწვეთეთ შემდეგი ნარევი: გააჩერეთ 100 მლ სპირტში 15 გრ ანისულის ბალახი ჩვეულებრივ, 3 დღის მანძილზე. ცხვირში ჩაწვეთებამდე ნაყენი ანადუღარი წყლით გააზავეთ 1:3. ცხვირში ჩაიწვეთეთ 3-4 ჯერ დღეში 3-3 წვეთი.

• პოლიპების და გლანდების პროფილაქტიკისთვის დაამზადეთ მალამო: კრაზანა (1 წილ ბალახის ფხვნილს შეურიეთ 4 წილი უმარილო კარაქი) და 1 ჩ. კ. მალამოს დაუმატეთ 5 წვეთი ქრისტესისხლას წვენი, ჩაასხით პატარა ბოთლში და შეანჯღრიეთ, სანამ ემულსიასავით არ გახდება. ცხვირში ჩაიწვეთეთ 3-ჯერ დღეში 2-2 წვეთი, მკურნალობის კურსი 7-10 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ 2-კვირიანი შესვენების შემდეგ.

• ცხვირის მიდამო ქრისტესისხლას ნაყენით (1 ს. კ. ყვავილებსა და ბალახზე 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით, გააჩერეთ 1 სთ, გაფილტრეთ) გამოირეცხეთ.

• ცხვირის მიდამო ზღვის ან მარილიანი წყლით (1 ჭიქა თბილ წყალზე 2 ჩ. კ. მარილი) გამოირეცხეთ 2-3 ჯერ დღეში.

• პოლიპები 5-10 %-იანი ვერცხლის ნიტრატის ხსნარით მოიწვით.

• ცხვირის პოლიპების დროს 1 გრ მუმიო გახსენით 5 ს. კ. ხსნარში. ნარევი ჩაიწვეთეთ დღეში რამდენჯერმე 3-3 წვეთი.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი


lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version