სარეცხი საპნის მალამო, რომელიც მრავალი წელია ჩემი საოჯახო აფთიაქის განუყოფელი ნაწილია
სტატიაში შემოგთავაზებთ სარეცხი საპნისგან მომზადებული სამკურნალო მალამოს რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს, სხეულზე სხვადასხვა ანთებითი პროცესებისა და ფურუნკულის (თმის ძირისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების მწვავე ანთება) სამკურნალოდ. მართალია, მალამო ინგრედიენტებით არის დატვირთული, მაგრამ თითოეული მათგანი იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: სარეცხი საპონი (ყველაზე მუქი და ძალიან მძაფრი სუნით) 2 ს. კ.; ცვილი 10 გრ (1 ს. კ.); თაფლი ნახევარი ს. კ.; დინდგელი მეოთხედი ჩ. კ.; მუმიე 1 აბი (ორგრამიანი); მზესუმზირის ან სელის ზეთის 1 ჩ. კ.
აიღეთ ღრმა და ფართო ჭურჭელი, რომელიც შეიძლება ქვაბზე დადოთ. ამ ჭურჭელში მოათავსეთ გახეხილი სარეცხი საპონი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი ცვილი, თაფლი, მუმიე, დინდგელი; ყველაფერი კრგად აურიეთ და დადგით ქვაბზე. მალამოს ამზადებთ ორქთლის აბაზანაზე. ფრთხილად ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მალამო მზადაა. გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ღამით მალამო შეიზილეთ ფურუნკულზე. ზემოდან დააფარეთ ბამბის ფირფიტა, შემდეგ პატარა პარკი და დაიკარით პლასტირი. 3-4 დღის შემდეგ ფურუნკული გაგივლით.
გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მომზადებული მასის მცირე ნაწილი დაიტანეთ იდაყვის შიგნითა ნაწილზე. გახსოვდეთ მალამო არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე.
დარწმუნებული ვარ, ამ მალამოს ხშირი გამოყენების შემდგომ თავადაც დარწმუნდებით მის უნიკალურ სამკურნალო ძალაშ. რადგან ეს რეცეპტი წარმატებითაა გამოცდილია არა ერთი ადამიანის მიერ. მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო მალამო და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა!.