მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური მეთოდებით! საინტერესოა რა როლს ასრულებს ამ შემთხვევაში ჭარხალი
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური მეთოდებით! საინტერესოა რა როლს ასრულებს ამ შემთხვევაში ჭარხალი. გაეცანით სტატიას სრულად და თავი დააღწიეთ მარტივად ამ დისკომფორტულ მდგომარეობას
"დიდი ხანია მაწუხებს წნევა. რამდენიმე წელი ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, შევძელი მათთვის თავის დანებება. წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
საკმაოდ ეფექტიანია ასეთი საშუალებაc: გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 20 კბილი ნიორი, 5 თავი ხახვი და 5 ცალი კანგაცლილი ლიმონი. ნარევს დააყარეთ 1 კგ შაქარი და დაასხით 2 ლ ცივი ანადუღარი წყალი. დადგით გრილ ადგილას 10 დღე, დროდადრო შეანჯღრიეთ. მიიღეთ ნაყენი 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე (ნაყენი შეინახეთ მაცივარში).
ექიმის კომენტარი: ხალხურ რეცეპტებში ხშირად მოიხსენიება ჭარხალი, როგორც წნევის დამწევი საშუალება. ასეთივე ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. რაც შეეხება ნივრის, ხახვისა და ლიმონის ნარევს, აღნიშნული კომპონენტები დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს. ნიორი ათეროსკლეროზის ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზში.
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით