ყურადღება მიაქციეთ ლიმფური კვანძების გადიდებას და იმკურნალეთ ხალხური მედიცინის გამოყენებით!..
ლიმფური კვანძები_ ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფურ კვანძებამდე ლიმფური ძარღვების მეშვეობით მისული ლიმფა მათში ნელა გაედინება, მაკროფაგების (დიდი შთანმთქავი უჯრედების) დახმარებით უცხო სხეულაკებისგან იწმინდება და ანტისხეულებით მდიდრდება.
"ჩემს 16 წლის შვილს ყბის ქვეშ გადიდებული ჰქონდა ლიმფური კვანძები. ანალიზებით მიზეზი ვერ დადგინდა. ექიმმაც კონკრეტული ვერაფერი მირჩია. სხვა გზა მქონდა, ხალხურ მედიცინას მივმართე საშველად და სწორადაც მოვიქეცი, რადგან ბავშვს ლიმფური კვანძები გაუქრა და ახლა მინდა ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ"
2ს/კ ბირკავასიისფერ ყვავილებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული 1 საათით. სვით ყოველდღიურად, დღეში 2-3 ჭიქა ერთი თვის განმავლობაში. ამასთან ერთად 1 კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ბაბუაწვერას ნაყენი. 1 ს/კ ბაბუაწვერას ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3-4-ჯერ დღეში. ერთთვიანი კურსის შემდეგ კისრის ლიმფური კვანძები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს სულ გაქრა. თავადაც სცადეთ და შედეგში დარწმუნდებით."
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით