ოსტეოქონდროზის დროს მიიღეთ ეს ნაყენი და დაივიწყეთ ტკივილის არსებობა!
თანამედროვე მსოფლიოში 20-21 საუკუნეების ცხოვრების შეცვლის პირობების გამო (ნაკლები მოძრაობითი აქტივობები, არასწორი და უხარისხო კვება), ყველაზე ოპტიმისტური მონაცემებით, დედამიწაზე თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი, სიცოცხლის მეოთხე ათწლეულისათვის „შეიძენს“ ან თვითონ ოსტეოქონდროზს, როგორც დაავადებას, ან მისი მრავალრიცხოვანი სინდრომებიდან ერთერთს.
ოსტეოქონდროზს ნერვულ დაავადებათა სტრუქტურაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. ოსტეოქონდროზი — ეს არამარტო მარილების ჩალაგებაა ხერხემალში. ეს მხოლოდ ნაწილია, დაავადების ბოლო სტადიაა, დაავადების არსი ძვლების დაშლისა და ხერხემლის ხრტილოვანი და იოგოვანი აპარატის მოქნილობის დაკარგვაშია. ყველაზე მთავარი, საიდანაც ეს ყველაფერი იწყება, მალთაშუა ხრტილოვანი დისკების მოქნილობის დაკარგვაა.
ერთი სიტყვით, ოსტეოქონდროზი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ, როგორც ხერხემლის დაავადება, არამედ, როგორც მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სისტემის დაავადება და ვეძებოთ ხერხემალში ამ ცვლილების მიზეზი...
ხშირად ამბობენ, რომ ოსტეოქონდროზი ვითარდება ხერხემლის გადამეტებული ფიზიკური დატვირთვით (დიდ დატვირთვასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები, მძიმე შრომა): ეს მთლად მართალი არაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ- შეიძლება განვითარდეს არასწორ (არაფიზიოლოგიურ) პოზაში გადამეტებული ფიზიკური დატვირთვით. ეს ყველაფერი ქმნის თავიდან მთელ ორგანიზმის, შემდეგ კი - ხერხემლის, სახსრების დაავადების წინაპირობას.
ოსტეოქონდროზი მალთაშორის დისკის ფიბროზული რგოლის შინაგანი ბზარით იწყება. ბზარები ჩნდება მალთაშუა დისკების კვების დარღვევის და ხერხემლის დატვირთვის შედეგად. ეს დაავადების პირველი სტადიაა.
თუ ჩვენ დახრილი ავწევთ 40 კგ ტვირთს, მაშინ ხერხემალს 360 კგ-ის ტოლი ძალა აწვება! ითვლება, რომ მალთაშუა დისკის დეფორმაცია მასზე დაახლოებით 950 კგ ტოლი მალის ზეწოლის დროს ვითარდება.
დისკი ეს ცილოვანი რგოლია, რომელიც თავის შიგნით აკავებს ე. წ. ლაბისებრ დრეკად ბირთვს. მის შემადგენლობაში შედის განსაკუთრებული ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ წყლის სწრაფი შეწოვა და გაცემა.
დისკების ცვლილებათა გამო წარმოიქმნება ცვლილებები მოსაზღვრე მალებში, მათი დაახლოების გამო, მალთა სხეულების ზედაპირის კიდეთა გასწვრივ წარმოიქმნება ძვლოვანი წანაზარდები, რომელთაც ფოჩის, ნისკარტის, ხიდის ფორმა აქვთ, დისკების გაჯირკვებას თიაქრის წარმოქმნამდე მივყავართ. მოსაზღვრე მალათა დაახლოების პირობებში მალთაშუა სახსრებში წარმოიქმნება დისტროფიული პროცესები - სპონდილოართროზი. ამ პერიოდში გამომჟღავნდება დეფორმაციებიც კიფოზის, ლორდოზის, სქოლიოზის სახით, შემდგომ ხდება მადეფორმირებული ართროზის განვითარება მალთა სხეულების ძვლოვანი წანაზარდებით. ოსტეოქონდროზი სხვადასხვა სტადიებზე შეიძლება სპონდილოიზის გამოვლინებებს (მალთაშუა ხრტილთა ცვლილებებს) შეერწყას, მალების კიდეთა მეორად წანაზარდებთან ერთად.
ოსტეოქონდროზის დროს მიიღეთ ეს ნაყენი და დაივიწყეთ ტკივილის არსებობა!
აიღეთ ასკილის კარგად გამხმარი, დაქუცმაცებული ძირები (შეარჩიეთ მეორეხარისხოვანი, დაშორებული ძირები), წონით 100 გრამი, დაასხით კარგი ხარისხის არაყი 500 მლ, დააყენეთ 21 დღე კარგად თავდახურულ ბოთლში. სვით თითო ს. კ. 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ამ დროს არ დაივიწყოთ შარდმდენის თვისება, სისტემატიურად მიიღეთ კალციუმით და კალიუმით მდიდარი პროდუქტი. მკურნალობის კურსი – 40 დღეა, ქალებისათვის გამორიცხავენ პრობლემურ დღეებს. თორმეტდღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ გაჯანსაღებამდე.
წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.