Lui.ge

როგორ მოვამზადოთ ჯანმრთელობის ელექსირი?! ძალიან მარტივია..

lui.ge 56

როგორ მოვამზადოთ ჯანმრთელობის ელექსირი?! ძალიან მარტივია..

ლეღვის ჩირი ბევრ ადამიანს უყვარს, ნატურალური ტკბილეული, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით რძესთან ერთად, ძალიან სასარგებლოცაა.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ შევეცდებით დამატებით ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ ლეღვის შესახებ რომ ის ერთიორად შეგიყვარდეთ და დააფასოთ.როგორც უკვე გითხარით, ლეღვი ძალიან სასარგებლო ხილია როგორც მწიფე ნაყოფის სახით, ისე ჩირის სახით. მწიფე ნაყოფის მირთმევის ფუფუნება ბევრს არ აქვს, თან ის სეზონურია, ამიტომ შემოგთავაზებთ ჯანმრთელობის ელექსირის დამზადებას ლეღვის ჩირისგან. ეს რეცეპტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან ქოლესტერინი აწუხებს.

ლეღვისთვის დამახასიათებელი თვისებები:

ლეღვი ხელს უწყობს: კუჭ-ნაწლავის სისტემის მწყობრში ჩადგომას და მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლეღვში დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისები კი ორგანიზმიდან შლაკებს გამოდევნის და ხელს უწყობს სიგამხდრეს.

ლეღვი მდიდარია კალცით და მას ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს. ძალიან კარგად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ვერ ამუშავებენ ლაქტოზას.

ლეღვში არსებული კალიუმი ძალიან უხდება გულს. ასევე ლეღვი შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

ეს ნაყოფი კარგად მოქმედებს ადამიანის სახის კანსა და ფერზე. ძალიან ეფექტურ საშუალებად ითვლება უძილობისა და მადის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯანმრთელობის ელექსირის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: 40 ცალი ლეღვის ჩირი; ზეითუნის ზეთი

მომზადება:
ლეღვის ჩირს დაასხით ზეითუნის ზეთი იმდენი, რომ დაფაროს ნაყოფები, დაახურეთ თავზე და

მოათავსეთ მაცივარში ერთ თვეზე მეტი ვადით. 40 დღის შემდეგ შეგიძლიათ ამ ელექსირის მიღება. მიიღეთ თითო ნაყოფი უზმოზე. ეს დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები
Exit mobile version