ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას და ქოლესტიტს შეგიძლიათ ქონდრის და კამის ნახარშით უმკურნალოთ!..
"თუ არადიეტური საკვების მიღებისას გეშლებათ კუჭი, როგორც ჩანს, თქვენ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ გაქვთ ქოლეცისტიტი. ამისთვის კი ძალიან კარგია ქონდარი და კამა.
რეცეპტი: ჩვეულებრივი ქონდარი მოხარშეთ, დაშაქრეთ და სვით დღეში 3-4-ჯერ 50 გრამი, 10 დღის განმავლობაში. ბევრი არ სვათ, თორემ სმენა დაგიქვეითდებათ, ერთი სუფრის კოვზი თესლიანი კამა წამოადუღეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ღვინის ჭიქით, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. იგი შველის შებერილობას და არ ჩენს ქოლეცისტიტს. ორივე გამოცდილია და კარგი შედეგი აქვს. ჯერ ქონდარი სინჯეთ. შეგიძლიათ ორივე ერთადაც მიიღოო."
გარდა ამისა, კამის ნაყენი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აქვს კორონარების (გულის მკვებავი სისხლძარღვების) და პერიფერიუ- ლი სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი. აუმჯობესებს მადას. ინიშნება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის, სპაზმების, მეტეორიზმის (გაზების), სპაზმური კოლიტების დროს. კამა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გარდა იმისა, რომ მისი ნაყენი ამოსახველებელი საშუალებაა, აუმჯობესებს ლაქტაციას (რძის გამოყოფას) მეძუძურ დედებში.
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით