Lui.ge

კამა – უნვერსალური სამკურნალო საშუალება

lui.ge 52

კამა - უნვერსალური სამკურნალო საშუალება

კამა ერთ–ერთი ძველი ხალხური საშუალებაა. ეგვიპტელები მას თავის ტკივილის დროს იყენებდნენ.

ამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. მასში შედის დიდი ოდენობით ვიტამინები: A (რეტინოლი), C (ასკორბინის მჟავა), E (ტოკოფეროლი), B ჯგუფის, PP, P.

კამა ასევე შეიცავს მჟავებს, ეთერზეთებს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და სხვა მიკროელემენტების მარილებს.

ეს მცენარე იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, ამიტომ ხატოვნად „ნაწლავების ჯაგრისსაც“ უწოდებენ ხოლმე.

მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში ერთი კონა კამის შეჭმა.

ქვემოთ მოცემული რეცეტები მოამზადებთ ამ პრობლემების დროს:

  1. საჭმლის მონელების დარეგულირება.
  2. მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმი.
  3. კოლიტი.
  4. ნაწლავების კოლიკა.
  5. მეტეორიზმი.
  6. მუცლის შებერილობა.
  7. ნაღვლის და თირკმელის დაავადებები.
  8. ბრონქიტი.
  9. სექსუალური ინფანტელურობა.
  10. პნევმონია.
  11. ანტიმიკრობული მოქმედება.
  12. ხველება.
  13. უძილობა.
  14. ტოქსიკოზი.

ბალახის ნაყენი

1 ს.კ. ხმელ ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 20 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე I–II ხარისხის ჰიპერტონიული დაავადების დროს.

ბალახის ფხვნილი

ბალახი ოდნავ გაახმეთ და წვრილად დაჭერით. მიიღეთ 1/2 ჩ.კ. 3–ჯერ დღეში, ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობის დროს.

ნაყოფის ნაყენი

2 ჩ.კ. თესლს დაასხით 400 მლ. მდუღარე, დააყენეთ 20 წთ–ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3–ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უძილობის და ნერვული აღგზნებადობის დროს.

 

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები
Exit mobile version