Lui.ge

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ შემდეგ საშუალებებს გთავაზობთ:

lui.ge 51

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ შემდეგ საშუალებებს გთავაზობთ:

ჰიპერტონია – არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მუდმივი მომატება – ანუ ხშირი ჰიპერტენზია. ამასთან, ეს ტერმინი მოიცავს საერთო ტონუსის, მათ შორის გულის კუნთის ტონუსის მატებას.

ჰიპერტონიის დიაგნოზი დგინდება პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ არტერიული წნევის მატება რეგულარულია.

ამ დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და თავბრუსხვევა.

ჰიპერტონიის შედარებით გართულებულ შემთხვევაში ამ სიმპტომებს ემატება ტაქიკარდია,  გულის რითმის პერიოდული დარღვევები.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ შემდეგ საშუალებებს გთავაზობთ:

მოამზადეთ ნარევი:

იასამნის დაქუცმაცებული ფოთოლი — 1 ჩ.კ. კომშის დაქუცმაცებული ფოთოლი 1 ჩ.კ. თუთის დაქუცმაცებული ფოთოლი — 1 ჩ.კ.
ნარევს დაასხით 1 ლ. მდუღარე, დააყენეთ 1 საათით, გაწურეთ. მიიღეთ წყლის ნაცვლად. შეინახეთ გრილ ადგილას.

მოამზადეთ ნარევი:

ოხრახუშის მწვანილი — 100 გრ., თეთრი შროშანის ყვავილი — 50 გრ., ლიმონი
ქერქიანად 2 ცალი, თაფლი — 300 გრ.

ლიმონი, მწვანილი და შროშანის ყვავილები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, დაასხით თაფლი და დადგით მაცივარში, წინასწარ ყველაფერი კარგად აურიეთ. 7 დღის შემდეგ მიიღეთ 2 ჩ.კ. წამალი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები
Exit mobile version