Lui.ge

ეფექტური დიეტა ნაღვლის ბუშტის, ღვიძლისა და ინფექციური სიყვითლის დროს

lui.ge 60

ეფექტური დიეტა ნაღვლის ბუშტის,
ღვიძლისა და ინფექციური სიყვითლის დროს

ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების დროს ავადმყოფმა უნდა დაიცვას წოლითი რეჟიმი და ძალიან მკაცრი დიეტა.

ავადმყოფობის პირველ დღეს კოვზით
მიეცით მხოლოდ თბილი ჩაი, მეორე დღეს — ტკბილი ჩაი, ორცხობილა, მესამე დღეს, როდესაც ტკივილები გაქრება, შეგიძლიათ მისცეთ რძიანი ჩაი, შავი პური, ვაშლის პიურე, ბრინჯი, მეოთხე დღეს ძროხის
ხორცის სუფლე, ხაჭო, უცხიმო სუპი.

ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს კერძები უნდა მომზადდეს ცხიმის გარეშე. ავადმყოფმა არ უნდა მიირთვას შემწვარი საკვები, მიეცით მხოლოდ
მოხარშული, მოშუშული, დაქუცმაცებული საკვები.

მაქსიმალურად შეზღუდეთ ქოლესტერინის შემცველი საკვების (ტვინი, კვერცხის გული, ღვიძლი, ცხიმი, გადამდნარი ქონი) რაოდენობა.

ინფექციური სიყვითლე — არის ღვიძლის დაავადება. ავადმყოფობის დასაწყისში ავადმყოფს მიეცით მხოლოდ ჩაი ლიმონით, ორცხობილა, ასევე თხელი და ფაფისებური საკვები, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს-
ცხიმი სრულებით გამორიცხეთ.

შემდეგ დაუმატეთ ცილის შემცველი პროდუქტები:

უცხიმო ხაჭო, ხბოს ხორცი, მოხარშული და მოშუშული ხორცი, კარტოფილი, ბრინჯი, მოშუშული სტაფილო, პომიდორი,
ისპანახი, მხოლოდ ხმელი პუფუნთუშეული, კვერცხი 2-3-ჯერ კვირაში, მაგრამ არა შემწვარი სახით. ცილის მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით.

Facebook კომენტარები
Exit mobile version