Lui.ge

თქვენ უნდა იცოდეთ რომელი საკვები ამწვავებს სახსრების ტკივილს

lui.ge 42

თქვენ უნდა იცოდეთ რომელი საკვები ამწვავებს სახსრების ტკივილს

ზოგიერთი საკვები იწვევს ანთებას და აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. გსურთ იცოდეთ რომელი იწვევს სახსრების ტკივილს? წაიკითხეთ ჩვენი სტატია

Როგორ უკავშირდება ართრიტი, პოდაგრა და ფიბრომიალგია საკვებს, რომელსაც ჩვენ ვჭამთ?

ახალი ამბავი არ არის, რომ  სუპერმარკეტებში ბევრი პროდუქტი იყიდება, რომელიც შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომელთა სახელების წარმოთქმაც შეუძლებელია და რომელიც უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.

ყოველდღიურად მივირთმევთ  ქიმიურ საკვებ დანამატებს და კონსერვანტებს, რომლებიც ძალიან საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ტკივილი და ანთება სახსრებში, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ :

ფიბრომიალგია

პოდაგრა

ართრიტი

ართროზი

დისკის თიაქარი

გარკვეული საკვების თავიდან აცილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ყველაზე გავრცელებული უსიამოვნო სიმპტომები (გამკვრივება, შეშუპება და ტკივილი) და გააუმჯობესოს თქვენი ფიზიკური მდგომარეობა.

რომელი  საკვების აცილება იქნება  უმჯობესი სახსრების ტკივილის დროს?

საკვებთა ჩამონათვალი, რომელთა მიღება სულაც არ არის სასურველი სახსრების ტკვილის დროს. როგორც კვლევებით დასტურდება ესენი კიდევ უფრო ამწვავებს სახსრების პრობლემას.

კარტოფილი

Პომიდორი

ბადრიჯანი

წიწაკა ჩილი

Ტკბილი კარტოფილი

პაპრიკა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ პროდუქტებით მომზადებული საკვები შეიძლება შეიცავდეს ალკალოიდ სოლანინს, რომელიც იწვევს ქსოვილებში კალციუმის დაგროვებას. უარი თქვით ამ ბოსტნეულზე ერთი თვით და მაშინვე შეამჩნევთ დადებით შედეგს.

Რძის პროდუქტები

ართრიტის ან სახსრების ტკივილის მქონე ადამიანები უფრო მწვავე სიმპტომებს განიცდიან რძის პროდუქტების ჭამის დროს და ამჩნევენ გაუმჯობესებას, როდესაც რაღც დროით წყევტენ მათ მიღებას.
უმჯობესია გარკვეული პერიოდი თავი შეიკავოთ შემდეგი საკვების ჭამისგან:

რძე

იოგურტი

კარაქი

მარგარინი

Ნაყინი

საქმე ისაა, რომ რძე შეიცავს კაზეინის პროტეინს. თუ გსურთ ორგანიზმში კალციუმის და ცილის ნაკლებობის ანაზღაურება, შეეცადეთ შეცვალოთ რძე შემდეგი პროდუქტებით:

ისპანახი

ნუში

ოსპი

     Ფქვილი

რაფინირებული ხორბლისა და ჭვავის ფქვილი შეიცავს გლუტენს. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ცელიაკიის დროს, რადგან იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას. ასევე, თეთრი ფქვილი იწვევს სახსრების ანთებას და აუარესებს ართრიტის მდგომარეობას. გამოიყენეთ სხვა მარცვლეული თეთრი ფქვილის ნაცვლად.

Ციტრუსები

ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც აწუხებს ჩიყვი ან ართრიტი, ამჩნევს გაუმჯობესებას ციტრუსის მირთმევის შემდეგ. სასურველია ხშირად მიიღოთ:

ფორთოხალი

ლიმონი

გრეიფრუტი

მანდარინი

C ვიტამინის დეფიციტის შესავსებად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მიიღოთ 75-დან 90 მგ ვიტამინი C განურჩევლად იმისა, ქალი ხართ თუ მამაკაცი.

Facebook კომენტარები
Exit mobile version