Lui.ge

თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, მაშინ აუცილებლად მიიღეთ ეს ჩაი!

lui.ge 26

თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, მაშინ აუცილებლად მიიღეთ ეს ჩაი!

თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, უებარია ქონდრის ჩაი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:1 ჩ/კ ქონდარს (შეიძლება იყოს ხმელი ან ნედლი) დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი. დალიეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, შემთბარი.

ექიმის კომენტარი: ქართული ტრადიციული მედიცინის კლასიკურ ძეგლებში ქონდარი „ბალღამის“ ანუ ლორწოს სიმრავლის დროსაა რეკომენდებული. ასეთი მდგომარეობა კი აღინიშნება გაციების, სურდოს, ბრონქიტის შემთხვევაში. გარდა ამისა, ქონდარს აქვს შარდმდენი და ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება. ფიტოთერაპიულ ფარმაკოპიაში იგი აღნიშნული არ არის.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version