Lui.ge

დაიწყეთ დილა ლიმონით და ნახეთ რა  დაემართება თქვენს ორგანიზმს

lui.ge 22

დაიწყეთ დილა ლიმონით და ნახეთ რა  დაემართება თქვენს ორგანიზმს

რამდენიმე წლის წინ ასეთი ჩვევა გამოვიმუშავე:

ყოველ დილით, უზმოზე, ვსვამდი ლიმონის ახალგამოწურულ წვენს, გახსნილს ერთ დიდ ჭიქა წყალში. ეს ერთმა ნაცნობმა მასწავლა. ალბათ გაინტერესებთ, რითაა სასარგებლო ლიმონიანი წვენი უზმოზე.

ლიმონი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელსაც
ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ის კი სხვა არაფერია, თუ არა ჩ ვიტამინი, რომელიც
შესანიშნავი საშუალებაა ორგანიზმის მოსამაგრებლად და იმუნიტეტის მოსაძლიერებლად.

ლიმონიანი წყალი რგებს მთელ ორგანიზმს, უპირველეს ყოვლისა — კანს:

ხელს უშლის ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენას. გარდა ამისა, ლიმონში არსებული სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებენ ცილა კოლაგენის სინთეზს, რომელზეც კანის ელასტიკურობაა დამოკიდებული. ლიმონიანი წყალი უხდება ღვიძლსაც.

ეს ნაქები საშუალება ასე უნდა მოამზადოთ:

გამოწურეთ ნახევარი ლიმონი და დაასხით
500 მლ წყალი, სურვილისამებრ, დაამატეთ ყინული და დალიეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე, ერთბაშად და არა ყლუპებით.

გემოს გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა ან ვანილი. მერწმუნეთ, ეს ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია.

სიფრთხილე გმართებთ, თუ გაქვთ კუჭის ან
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ანდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე სხვა ქრონიკული დაავადება. ამ შემთხვევაში უმჯობესია ნებართვა მკურნალი ექიმისგან აიღოთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები
Exit mobile version