Lui.ge

გრიპით რომ არ დაავადდეთ, ეპიდემიის დროს პროფილაქრტიკის მიზნით ნივრის ნაყენი გამოიყენეთ

lui.ge 17

გრიპით რომ არ დაავადდეთ, ეპიდემიის დროს პროფილაქრტიკის მიზნით ნივრის ნაყენი გამოიყენეთ

გრიპი ძლიერ გადამდები ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციას იწვევს. გრიპს იწვევს ვირუსი, რომელიც ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში მრავლდება და ხველებისას, საუბრისას, ან ცემინებისას ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება.
დაავადების ერთ ერთი პირველი სიმპტომია ცუდი თვითშეგრძნება, ზოგადი ცუდად ყოფნა, თავის ტკივილი, მტვრევა, სახსრების და კუნთების ტკივილი. შემდეგ თავს იჩენს გაციების ნიშნები: ხველა, ხმის ჩახლეჩა, ტემპერატურა იწევს 38-40°C-მდე და ნარჩუნდება 4-6 დღე. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, ტკივილს საფეთქლებთან, შუბლის მიდამოში, სახსრების ტეხვას, კუნთების ტკივილს. გრიპი საშიშია თავისი გართულებით თირკმელებში, თავის ტვინში, გულში და ასე შემდეგ.

ხალხში ამბობენ: „საშიშია არა გრიპი, არამედ მისი გართულებები“.

გაციება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია

გაციებას და მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას ვირუსთა მთელი ჯგუფი იწვევს და დღევანდელ დღეს 200-ზე მეტი ასეთი ვირუსია ცნობილი. დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომია უგუნებობა, სისუსტე და ძალიან თავისებური
თავის ტკივილი: სიმშვიდის მდგომარეობაში ის არ გვაწუხებს, გადაბრუნების ან დახრის დროს კი ჩნდება ტკივილი კეფაში ან საფეთქლებთან. ასევე ახასიათებს გაციების უწყვეტი სიმპტომები, ხველა და ყელის ტკივილი. ტემპერატურა მაქსიმუმ 37,5°C-ია, მაგრამ უფრო მაღალი გვგონია.

რა შეიძლება გავაკეთოთ ასეთ დროს?

გრიპისა და გაციების დროს ყველაზე კარგ ხალხურ საშუალებად მიიჩნევა ნიორი. იგი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა როგორც საკვებად, ასევე წამლად. სინამდვილეში, ნივრის ჭამას შეუძლია მრავალი სახის ჯანმრთელობის სარგებელი მოუტანოს ადამიანს. ეს მოიცავს გულის დაავადების რისკის შემცირებას, კოგნიტური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, იმუნური ფუნქციის გაძლიერებას და გარკვეული ტიპის კიბოს რისკის შემცირებას.

• გრიპით რომ არ დაავადდეთ, ეპიდემიის დროს პროფილაქტიკის მიზნით ნივრის ნაყენი
გამოიყენეთ: წვრილად დაჭერით 2-3 კბილი ნიორი, დაასხით 30-50 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1-2 სთ და გაფილტრეთ. ცხვირში ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში, დღეში 1-2 ჯერ (ნაყენი შეიძლება 2 დღე შეინახოთ),

• გრიპის ეპიდემიის დროს სასარგებლოა მიიღოთ შემდეგი ნაყენი. თეფშზე წვრილად დაჭერით ნახევარი ლიმონი კანიანად, რომ წვენი შეინარჩუნოს. ასევე თეფშზე დაჭერით 7-8 კბილი საშუალო ზომის ნიორი. ეს ყველაფერი მინის ნახევარლიტრიან ქილაში გადაიტანეთ და ანადუღარი და გაციებული წყალი დაასხით. გააჩერეთ ბნელ ადგილას 4 დღე, მერე კი შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, ჭამამდე 20 წთ-ით ადრე. როცა ნაყენი დამთავრდება ახალი პორცია გააკეთეთ, დღე რომ არ ჩაგივარდეთ. ნაყენის მიღებისას ნივრის სუნი არ იგრძნობა.

ყურადღება: მისი მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ენტერიტი, კუჭის წყლული ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებს.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები
Exit mobile version