Lui.ge

ჯანმრთელობას გაფრთხილება სჭირდება – გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას

lui.ge 8

ჯანმრთელობას გაფრთხილება სჭირდება - გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას

ერთ დღეს სამსახურში ცოტა ვინერვიულე და შემდეგ მთელი ღამე სავარძელში გავატარე — გულის არეში ძლიერი მოჭერის შეგრძნებამ თვალი არ მომახუჭვინა.

მეორე დღესაც, მეგობართან საუბრის დროს, გული ისე ამიჩქარდა, ვიფიქრე, ვეღარ გაუძლებს და სადაცაა, გაჩერდება მეთქი.

რამდენიმე თვის განმავლობაში სასმელს აღარ გავკარებივარ, მეგობრების რჩევით დამამშვიდებელი წვეთების სმაც დავიწყე.

ექიმმა მითხრა, ყველაფერი არასწორი რეჟიმის ბრალიაო და ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები გამაცნო.

რამდენიმე კვირის განმავლობაში მის დანიშნულ პრეპარატებს ვსვამდი, მაგრამ მოსალოდნელი ინფარქტის შიშმა ისე დამრია ხელი, რომ ღამღამობით ძილი არ მეკარებოდა.

ბოლოს ჩემი პრობლემების შესახებ მეგობარ ქალბატონს ვუამბე. მან ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ნაყენის სმა მირჩია.

უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და გააჩეროთ 20 წუთს.

შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად, თითოეული მათგანი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, შეავსოთ მდუღარე წყლით და
ჩაისავით დალიოთ.

ნაყენის სმასთან ერთად თავი დავანებე თამბაქოს წევას და სმას. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი შფოთვის, ფორიაქისა და ტაქიკარდიისგან კვალიც აღარ დარჩა.

ასე რომ, ყველას, ვინც ცხოვრების არაჯანსაღ წესს მისდევს, ვურჩევ, დროულად შეჩერდეს და ჯანმრთელობაზე მანამდე იზრუნოს, ვიდრე ასეთი მარტივი საშუალებებიც უშველის.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები
Exit mobile version