თუ თავის აუტანელი ტკივილი გაწუხებთ, სცადეთ ეს ხალხური მეთოდები ძვირადღირებული სააფთიაქო საშუალებების ნაცვლად!
თავის ტკივილის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს: სტრესი, ძილის ნაკლებობა, კვების დარღვევა, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა და გარემოს გავლენა. როგორც არ უნდა იყოს, ეს მდგომარეობა აუტანელია და ტკივილისგან თავის დაღწევა ხშირად ძალიან რთულია.
როგორ გავთავისუფლდეთ თავის ტკივილისგან?
დღეს ჩვენ გასწავლით ხალხურ მეთოდებს თუ როგორ მოიცილოთ თავის ტკივილი აბების გარეშე.
თავის ტკივილის ხალხური საშუალებები
დარიჩინი-აიღეთ რამდენიმე დარიჩინის ჯოხი და გახეხეთ ისე, რომ მიიღოთ ფქვილის მსგავსი მასა. დაამატეთ იმდენი წყალი, რომ მიიღოთ სქელი პასტა. თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება მზადაა! წაისვით სასწაულმოქმედი საშუალება შუბლზე და საფეთქლებზე, გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მალე ტკივილი გაქრება. ეს მეთოდი ძალიან სასარგებლოა, თუ თავის ტკივილი გამოწვეულია ცივი ჰაერის ზემოქმედებით.
ჯანჯაფილი-ჯანჯაფილის ფესვს აქვს შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რითაც ეხმარება თავის გაუსაძლისი ტკივილის შემცირებას. ჯანჯაფილი ხელს უწყობს თავისა და კისრის სისხლძარღვების მოდუნებას, ამცირებს შეშუპებას და ასტიმულირებს ბუნებრივ დამამშვიდებელ მექანიზმებს. ჯანჯაფილის ჩაის დღეში 3-4-ჯერ დალევამ შეიძლება გაათავისუფლოს შაკიკი. მთავარია ჩაის დალევა დაიწყოთ როგორც კი თავის ტკივილი იგრძნობთ.
ცხელი წყალი-კისერზე წასმული ცხელი წყლის საფენი დაგეხმარებათ თავის ტკივილის მოხსნაში. სითბო ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კისრის დაძაბული კუნთების მოდუნებას და შაკიკის დამარცხებას. კომპრესის გარდა, შეგიძლიათ მიიღოთ ცხელი შხაპი ან დასასვენებელი აბაზანა. ხოლო თუ სააბაზანოში დგომას არ აპირებთ, ხელების ან ფეხების ცხელი აბაზანები შესანიშნავი ალტერნატივა იქნება, რადგან ისინი ებრძვიან თავის ტკივილს და ხსნიან სტრესს.
ბანანი-შეწყვიტე ბანანის ქერქის დაუფიქრებლად გადაყრა! ეს არის ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საწყობი. გამოდის, რომ ბანანის ქერქს, რომელსაც დაიდებთ შუბლის ნაწილზე 20-30 წუთის განმავლობაში, შეუძლია თავის ტკივილის მოხსნას.
ნუში-ეს არის ფარმაცევტული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების შესანიშნავი ბუნებრივი შემცვლელი. ერთი მუჭა ნუში თავის ტკივილს მხოლოდ 10-15 წუთში ამცირებს. წარმოიდგინეთ რამდენად სასარგებლოა!
ლავანდის ეთერზეთი-დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი თქვენს ხელებზე და შეიზილეთ საფეთქლებზე 15-20 წუთის განმავლობაში. ლავანდის დამამშვიდებელი თვისებები დადებითად მოქმედებს და ხსნის ტკივილს. ლავანდის ეთერზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ევკალიპტის ან პიტნის ზეთი. ამ ზეთების ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებები ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის თავის ტკივილის წარმოქმნას.
რატომ უნდა დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ ფარმაცევტულ საშუალებებზე, თუ მრავალი დაავადებისგან ხსნა თქვენს ირგვლივაა? გამოიყენეთ ბუნების საჩუქრები გონივრულად და იყავით ჯანმრთელები!