როგორ უნდა მოვამზადოთ გამაჯანსაღებელი ნაყენი სარეცხი საპონისგან
აფთიაქებში უამრავ ეფექტურ პროდუქტს შეხვდებით მსგავსი პრობლემების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, თუმცა ბებოების გამოცდილ რეცეპტს მაინც არაფერი სჯობს. ამ ნაყენის დახმარებით თქვენ ანთებით პროცესებს, აკნეს და მსგავს პრობლემებს მარტივად გაუმკლავდებით.
ნაყენის ინგრედიენტები
სარეცხი საპონი - 50გ.
ფუტკრის ცვილი - 10გ.
პროპოლისი - 10გ.
შილაჯიტი - 10გ.
ბოსტნეულის ზეთი - 10გ.
პირველ რიგში საჭიროა გახეხოთ საპონი და მოამზადოთ წყლის აბაზანა. საპონი, პროპოლისი და ცვილი უნდა დაადნოთ და ასე მიღებულ მასაში უნდა ჩაურიოთ თბილი ზეთი. ჯერ კიდევ თბილი ნაყენი გადაიტანეთ კარგად გარეცხილ კონტეინერში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოყენების წესი:
საღამოს წაისვით ნაყენის თხელი ფენა ანთებაზე და კარგად შემოახვიეთ ზემოდან კომპრესი. ღამის განმავლობაში ანთება აუცილებლად ჩაცხრება და სრული განკურნება შესაძლებელი იქნება 3-4 დღეში. ცნობილი აკნეს სახეობები უნდა დაიფაროთ ამ ნაყენით რაც შეიძლება ხშირად.
აბსცესების სამკურნალოდ საკმარისია გახეხოთ სარეცხის საპონი და აურიოთ შაქართან და გახეხილ ხახვთან ერთად თანაბარი რაოდენობით. მიღებული ნაზავი ასევე უნდა დაიდოთ დაზიანებულ ადგილას და დაიფაროთ დილამდე კომპრესით.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.