შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც ნაწლავებში დარჩენილ მავნე ნარჩენებს გამოდევნის.
ხალხური მედიცინის დახმარებით გასწავლით თუ როგორ გაიწმინდოთ ორგანიზმი დეტოქსიკაციური საშუალებით.
გაწმენდა რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური იყოს, კვების რაციონს დაამატეთ სასარგებლო იგრედიენტებით გაჯერებული დეტოქსიკაციური სასმელი და ჩაიტარეთ 24-საათიანი მკურნალობა.
ბოსტნეულის სამკურნალო წვენი გაჯერებული პამიდვრით, ნივრითა და კურკუმით ორგანიზმს გაწმენდს ტოქსინებისგან და ბუნებრივი გზით კურნავს სხვადასხვა დაავადებებს.
რა იწვევს ორგნიზმში ტოქსინების დაგროვებას?
- ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას იწვევს შემდეგი მიზეზები:
- არასწორი კვება
- საკვებ პროდუქტებს დამატებული ქიმიური ნივთიერებები
- დაბინძურებული გარემო
- სტრესები და უარყოფითი ემოცია
- თუთუნი და ალკოჰოლი
- ქიმიური ინგრედიენტებით გაჯერებული პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა პარაბენები, პარაფინები და ა.შ.
ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა აუცილებელია, რადგან ისინი იწვევს ქრონიკულ დაავადებების ჩამოყალიბებას. დეტოქსიკაციის მრავალი საშეუალება არსებობს. მაგალითად:
ხილისა და ბოსტნეულის წვენები
ბოსტნეულის წვენები-გაჯერებული სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, ვიტამინები, მინერალებით, ცხიმოვანი მჟავეებით, ბოჭკოებით ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა.
ბოსტნეულის წვენების ყოველდღიური რაციონისთვის დამატებას ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებლობა მოაქვს.
შეგვიძლია კვირაში ერთი დღე მივიღოთ მხოლოდ ბოსტნეულის გამწმენდი წვენი. ამ გზით შეინარჩუნებთ წონას და გაიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
შემოგთავაზებთ პამიდვრის, ნივრისა და კურკუმის წვენის რეცეპტს.
პამიდორი არის ბოსტნეული, რომელიც გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებებით.
- უგემრიელესი პროდუქტი უძლიერესი ანტიოქსიდანტია.
- ლიკოპენის შემცველობის გამო აფერხებს კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარებას.
- ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს.
- კურნავს ყაბზობას.
- აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას.
- ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებას.
- ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიციდების დონეს.
ნიორი უძლიერესი სამკურნალო პროდუქტია, რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებიით არის გაჯერებული.
- ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკი.
- აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
- ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიციდების დონეს.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან, რომელიც იწვევს შეშუპებას.
- აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
კურკუმა ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო სანელებელია, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.
- კურკუმა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.
- ებრძვის კუჭის მომატებულ მგრძნობელობას.
- აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას.
- უძლერესია ანტიოქსიდანტია.
- აუმჯობესებს განწყობას და გიხსნით დეპრეიისგან.
- აძლიერებს იმუნიტეტს.
- ებრძვის სოკოვან დაავადებებს, პარაზიტებსა და ბაქტერიებს.
- ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.
- ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.
- შარდმდენი საშუალებაა.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- პამიდორი 5 ცალი (500გრ)
- ნიორი 1 კბილი
- კურკუმას ფხვნილი 1 ჩ. კ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი და ზღვის ან ჰიმალაის მარილი
მომზადების წესი:
მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ და შემდეგ დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი და მარილი.
გამოყენების წესები:
- საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ 200 მლ
- სადილამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ 200 მლ
- ვახშმამდე 20 წუთით ადრე 200 მლ
რეკომენდებულია შემოთავაზებული საშუალება გამოიყენოთ კვირაში ერთხელ და შეეცადეთ, იმ დღეს განსაკუთრებულად ჯანსაღი საკვები მიიღოთ, ხელი შეუწყოთ სასმელის ეფექტურობას და აღმოიფხვრას რაც შეიძლება მეტი ტოქსინი.