Lui.ge

ხალხური საშუალებები პაპილომას საწინააღმდეგოდ

ხალხური საშუალებები პაპილომას საწინააღმდეგოდ

პრაქტიკულად, დედამიწის მოსახლეობის 80 % პაპილომას ვირუსით დაინფიცირებულია. ვირუსი ხანგრძლივი დროით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ გარკვეულ მომენტში საკუთარ თავს მაინც გამოამჟღავნებს.

ხალხური საშუალებები პაპილომას საწინააღმდეგოდ

პაპილომას ვირუსის გააქტიურების მთავარი მიზეზები:

თქვენ დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

თქვენ შეგიძლიათ პაპილომა სამედიცინო დაწესებულებაში მოიშოროთ ან ხალხური მედიცინის რეცეპტები გამოიყენოთ.

ხალხური საშუალება პაპილომას საწინააღმდეგოდ

1. ალოე

ალოე პაპილომას საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა. სამკურნალოდ მხოლოდ 3 წლამდე მცენარე გამოდგება. გამოყენების წინ, ალოე 1 კვირა არ მორწყათ.

ქვედა, ყველაზე სქელი ფოთოლი მოჭერით და 10 დღე მაცივარში შეინახეთ.

10 დღეში ალოეს ფოთოლი აიღეთ, გაჭერით, პაპილომაზე დაიდეთ და ბინტით ან ჩვეულებრივი სამედიცინო პლასტირით დაიმაგრეთ. სახვევი დღეში 3-4-ჯერ უნდა შეიცვალოთ.

მკურნალობის კურსი მინიმუმ 7 დღეს წარმოადგენს. თქვენი პაპილომა უბრალოდ გაქრება!

2. ჩაის ხის ზეთი

ზეთი შესანიშნავი ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალებაა.

ბამბის ჩხირი ზეთით გაჟღინთეთ და პაპილომას წაუსვით. ეცადეთ, რომ ზეთი ჯანმრთელ კანს არ მოხვდეს. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ, სანამ პაპილომა ბოლომდე არ გაქრება!

ყურადღება! თუ პაპილომას მოშორება ქუთუთოდან ან ინტიმური ადგილებიდან გსურთ, ზეთი აუცილებლად წყალში ან ალოეს წვენში პროპორციით 1:1 უნდა გახსნათ.

სახეზე პაპილომას მოსაშორებლად, საკმარისია ჩაის ხის ზეთი თქვენს კოსმეტიკურ კრემს დაუმატოთ და პაპილომაზე დღეში 5-6-ჯერ წაისვათ.

3. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი თეთრებად ღირებული, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ პაპილომას მოსაშორებლად გამოიყენოთ.

თუ სწორედ ამ ვარიანტს აირჩევთ, შედეგი შესამჩნევი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იქნება.

ბამბა ზეთში დაასველეთ და პაპილომაზე წაისვით, ამასთან თითი 5-7 წუთით შეიზილეთ. დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ.

4. ქრისტესისხლას ახალ დაწურული წვენი (სააფთიაქო ქიმიურ ნივთიერებასთან არ აგერიოთ!)

ქრისტესისხლას ღერო და ფოთოლი აიღეთ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში მოათავსეთ და წვენი გაწურეთ. აორთქლებით კრემის მსგავს კონსისტენციამდე მიიყვანეთ.

ამ ექსტრაქტით პაპილომა დღეში 4-6-ჯერ შეიზილეთ.

ყურადღება! ქრისტესისხლას წვენი არ გამოიყენოთ, თუ ნევროლოგიური დაავადება და ბრონქული ასთმა გაწუხებთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version