რა პრობლემებს იწვევს D ვიტამინის დეფიციტი? რითი შევივსოთ იგი.
ვიტამინები ისეთი ნივთიერებებია, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის, მათ გარეშე შეუძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება.
აუცილებლად უნდა მიიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი გაჯერებული ვიტამინებით.
D ვიტამინი წარმოადგენს სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე და არეგულირებს 200-ზე მეტი გენის ფუნქციებს.
როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიღება.
D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები, ნაერთების ოჯახი რომელიც შეიცავს D1, D2, D3 ვიტამინებს მთავარი დანიშნულებაა კალციუმის და ფოსფორის შთანთქმის დარეგულირება.
კვლევებზე დაყრნობით ცნობილია, რომ D ვიტამინი მონაწილეობს ცილის სინთეზში და არეგულირებს კუნთების ფუნქციებს.
ბუნებრივი გზით, მზის სხივებთან ერთად, D ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებიდან: ზეთოვანი თევზი: კალმახი, სკუმბრია, თინუსი, გველთევზა, ქაშაყი ან თევზის კონსერვი. სოკო, რძე ან რძის პროდუქტები, ფორთოხლის წვენი, კვერცხი, სოიო.
რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.
რა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობამ ?
ამ ვიტამინის ნაკლბეობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, მეცნიერები საუბრობენ D ვიტამინის კავშირზე ძვლების და კუნთების დაავადებებთან,გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, გაფანტულ სკლეროზთან და ა.შ.
დეპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს D ვიტამინის ნაკლებობა, ამერიკული კვლევების საფუძველზე, მოსახლეობის 10%-ს შეიძლება ჰქონდეს დეპრესია, რომელსაც ეწოდება სეზონური აფექტური აშლილობა(SAD), თან ახლავს წონის მატება, უძილობა, დაღლილობა, ძირითადად ვლინდება ზამთრის თვეებში
D ვიტამინი აუცილებელია ფილტვების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
D ვიტამინი აუცილებელია ძვლების ნორმალურად განვითარებისთვის. ის კალციუმთან ერთად ებრძვის ძვლების სიმყიფეს და აგაცილებთ მოტეხილობებს.
D ვიტამინი აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და დაგეხმარებათ მრავალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს გულის პრობლემებს, მაღალ არტერიულ წნევას.
თუ თქვენ D ვიტამინის დონეს მოიწესრიგებთ საგრძნობლად შეიმსუბუქებთ ალერგიას.
დადასტურებულია, რომ მეტწილად დეპრესიულები არიან ადამიანები, ვისაც D ვიტამინის დეფიციტი აქვს.
როგორ უნდა მიხვდეთ გაქვთ თუ არა D ვიტამინის დეფიციტი?
ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგალითად თუ გაქვთ კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, ჭარბი ოფლიანობა, შეიძლება ეს ყველაფერი კავშირში იყოს D ვიტამინის და სხვა ვიტამინების ნაკლებობასთან.
D ვიტამინის თვისებები:
გამოიყენება რაქიტის სამკურნალოდ;
დატვირთული ვარჯიშის დღეებში უნდა მიიღოთ დამატებით D ვიტამინი, რომ დაიცვათ კუნთი დაზიანებისგან.
გაციების დროს შეგიძლიათ მიიღოთ A და C ვიტამინთან ერთად;
კარგია ძვლების გამაგრებისთვის;
ეს არის ვიტამინი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივებისგან;
აუმჯობესებს იმუნიტეტს;