Lui.ge

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ გაგვიჭირდეს დაძინება და  მშვიდი ძილი გვქონდეს.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ გაგვიჭირდეს დაძინება და  მშვიდი ძილი გვქონდეს.

ნორმალურ ძილს შესაძლოა ზიანი მიაყენოს უამრავმა ისეთმა ფაქტორმა, როგორებიცაა: სამსახურისაგან მიღებული სტრესი, ოჯახური პასუხისმგებლობები, მოულოდნელი ცვლილებები ან ავადმუოფობა. გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულ პირობებში ძილის ხარისხი იყოს საკმაოდ დაბალი.

მართალია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ისეთი ფაქტორები, რომლებიც იწვევს ძილის დარღვევას, თუმცა შესაძლებელია, გამოიმუშავოთ ჩვევები, რომლებიც დაგეხმარებათ მშვიდი ძილის მოპოვებაში

დაძინებამდე 10 საათით ადრე:

სწორედ ამდენი დრო გჭირდებათ თქვენი სისხლის გასაწმენდათ კოფეინში არსებული სტიმულატორებისგან. შესაბამისად ამ პერიოდში უნდა შეწყვიტოთ ყავის, მწვანე ან შავი ჩაის, კოკა-კოლის, ენერგეტიკული სასმელების და შოკოლადის მიღება.

დაძინებამდე 3 საათით ადრე:

არ ჭამოთ არაფერი და არ დალიოთ ალკოჰოლი, თუ დაძინებამდე 3 საათი გაქვთ დარჩენილი. თქვენი ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯავს ალკოჰოლში არსებული ნეგატიური ნაწილების გადასამუშავებლად და ბოლო საჭმელის მოსანელებლად. შესაბამისად, შეიძლება მთელი ეს დრო სახლში იყოთ და ისვენებდეთ, მაგრამ დალევისა და ჭამის გამო თქვენი ორგანიზმი სრული დატვირთვით მუშაობდეს. სწორედ ამის გამო გაღვიძების შემდეგ ისეთი შეგრძნება შეიძლება გქონდეთ, თითქოს მთელი ღამე მონასავით მუშაობდით.

დაძინებამდე 2 საათით ადრე:

ამ პერიოდში არ იმუშაოთ და არც იფიქროთ სამუშაოზე. გადადეთ ყველაფერი ხვალისთვის.

დაძინებამდე 1 საათით ადრე:

ამ დროს უკვე უნდა შეეშვათ ტელევიზორის, კომპიუტერის და სმარტფონის ეკრანების ყურებას. როგორ ძალიანაც არ უნდა გსურდეთ სოციალური ქსელების მონახულება, ამისგან თავი უნდა შეიკავოთ. მიეცით თვალებს დასვენების საშუალება.

მაღვიძარამდე 0 წუთით ადრე:

დილას ასეთ დროს უნდა გამორთოთ თქვენი მაღვიძარა და მაშინვე ადგეთ. არ მისცეთ თავს საშუალება გადაერთოს ისევ ძილის რეჟიმზე. მაღვიძარის გათიშვასთან ერთად მაშინვე ადგომა დაგეხმარებათ სასარგებლო ჩვევის ჩამოყალიბებაში. უნდა გახსოვდეთ, რომ კიდევ 5 ან 10 წუთით ლოგინში გაჩერება უფრო ნაკლებად დაღლილს არ გაგხდით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version